x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რომის არ იყოს, მივყავართ იქამდე, რომ ქართველი ყ**ა, გინდა ლიბერალი იყოს და გინდა კონსერვატორი"-გიორგი ტაბატაძე
image
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.


როგორც ტაბატაძე წერს, აღნიშნული პოლიტიკოსებიდან, ერთი ქართველი ლიბერალებისთვის არის მიუღებელი, ხოლო მეორე - ქართველი კონსერვატორებისთვის.



შესაბამისად, მისი თქმით, „ქართველი *ლეა“, იმის მიუხედავად, ლიბერალია თუ კონსერვატორი.



გიორგი ტაბატაძე: „მარცხნივ ქართველი კონსერვატორების მიერ ფაშისტად შერაცხული და მარჯვნივ ქართველი ლიბერალების მიერ ფაშისტად შერაცხული ადამიანები - ღირსება და სინდისი...




ყველა მსჯელობას, რომის არ იყოს, მივყავართ იქამდე, რომ ქართველი *ლეა, გინდა ლიბერალი იყოს და გინდა კონსერვატორი".

image
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი თვის წინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ტაბატაძე ლაშა ტალახაძის ევროპის ჩემპიონობას ასე გამოეხმაურა:



"პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა, ლაშა ტალახაძე კი ქოცია, ქოცი კი რუსია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის, "



ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა, ლაშა ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.


ტალახაძემ ატაცში 210, 217 და 222 კგ დაძლია, რითიც ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ბაქარ თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა და მეოთხე იყო.


ლაშა ტალახაძემ აკვრაში ჯერ – 246, შემდეგ კი 252 კგ დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში თურმანიძის შედეგი 210 და 216 კგ იყო, ის მეხუთე ადგილზე გავიდა.


ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 474 კგ-ით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1
230
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
230
  
2023, 14 მაისი, 22:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1