x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138465
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
როგორ იღებენ საწ@ლის სცენებს: პროთეზები, „ინ@იმური“ ბალიში, გრაფიკა

image


ფილმებში პიკანტური მომენტები ხშირად იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ ზოგიერთი გულუბრყვილო მაყურებელი დარწმუნებულია რომ მსახიობები კამერის წინ სიყვარულით მართლაც რეალურად კავდებიან, თუმცა ასეთი სცენების დამაჯერებლად გადაღების არაერთი ხრიკი არსებობს, რომელთა შესახებაც სწორედ დღეს ვისაუბრებთ.





უხილავი თეთრეული


image


უხილავი საცვალი - ალბათ, ყველაზე მოუხერხებელი ატრიბუტია ინტიმური სცენების გადასაღებად. მსახიობს მკერდზე ხორცისფერ დასაწებებელ პლასტირს აკრავენ და სპეციალურ დასაწებებელ ტრუსებსაც აცმევენ. მამაკაცებისთვის კი სპეციალური უბეზე მისაკრავი ბალიში არსებობს, რომელსაც შესაბამისი ზომის მიხედვით არჩევენ. ეს ყველაფერი მოძრაობას მართალია აფერხებს და მუდმივად დაბლაც ვარდება, თუმცა მსახიობები ასეთ პირობებშიც კი ნამდვილი ვნების წარმოჩენას კადრში მაინც ახერხებენ.




ბალიშები სხეულებს შორის


image


იმისთვის, რომ მსახიობები ერთმანეთს ინტიმური ადგილებით არ შეეხონ, მათ შორის ბალიშს ათავსებენ. სპეციალურმა ასისტენტმა კი თვალი უნდა ადევნოს რომ ის კადრში მოულოდნელად არ გამოჩნდეს, შედეგი ძალიან შთამბეჭდავი და დამაჯერებელია.ეს მეთოდი მსახიობებს უხერხულობისგან თავის დაღწევაში, მოდუნებასა და ეპიზოდის პროფესიონალურად თამაშში ეხმარება.






საქმე გრაფიკაშია


image


ზოგიერთ ფილმში მსახიობებს გაშიშვლება არ უწევთ. ისინი სპეციალურ მწვანე საცურაო კოსტიუმებს იცვამენ, მონტაჟის დროს კი ვიდეოგრაფიკის სპეციალისტი შიშველ სხეულებს ხატავს. რეჟისორები ამ მეთოდს მხოლოდ მაღალბიუჯეტიან ფილმებში იყენებენ, რადგან კომპიუტერული გრაფიკა ძვირი ჯდება.





პროთეზები


image


თუ შიშველი მკერდის ან დუნდულების ჩვენებაა საჭირო, მსახიობები სპეციალურ სილიკონის პროთეზებს იცვამენ, ვინაიდან ხშირად ხდება, რომ სცენარის მიხედვით, გმირს მადისაღმძვრელი ფორმები უნდა ჰქონდეს, მაგრამ მსახიობი ასეთი "ღირსებებით" დაჯილდოებული არ არის. ასეთ სიტუაციებში კი მათ სხეულის ხელოვნური ნაწილები ეხმარებათ, რომელთა ჩვენებაც მათ არ ერიდებათ.





დუბლიორთა დახმარება


image


ბევრი მსახიობი იცავს პრინციპს - კამერის წინ არასოდეს გაშიშვლდეს, ასეთ შემთხვევებში კი მათ დახმარებას დუბლიორები უწევენ. მათ ასევე, მაშინაც იწვევენ როდესაც კადრში ლამაზი და ეფექტური სხეულის ჩვენებაა საჭირო, მსახიობს კი ასეთი ფიგურა არ აქვს. მონტაჟის დროს, გრაფიკის საშუალებით, დუბლიორის სხეულს როგორც წესი, მსახიობის სახესთან აერთიანებენ, რასაც მაყურებელი ვერც კი ამჩნევს.





ტანვარჯიშის ბურთი


image


ტანვარჯიშის ბურთი მასზე მჯდომ მსახიობს საშუალებას აძლევს ისევე იმოძრაოს, როგორც ბუნებრივ მდგომარეობაში სასიყვარულო სცენის დროს იმოძრავებდა. ასეთი სპეცნივთი ქეით უინსლეტის მონაწილეობით ფილმში "სიყვარული და სიგარეტები" გამოიყენეს. მსახიობმა ბურთზე დიდხანს ჯდომა ვერ შეძლო და გადმოვარდა, ის ზედ პირდაპირ ასისტენტს დაეცა.



დახურული მოედანი


image


გადამღები ჯგუფი შეიძლება 100 ადამიანისგანაც კი შედგებოდეს, რაც მსახიობებს თამაშში გარკვეულ უხერხულობასა და დისკომფორტის უქმნის. კომფორტული ატმოსფეროს შესაქმნელად, როგორც წესი, პიკანტურ ეპიზოდებს დახურულ მოედნებზე იღებენ. მსახიობებს გაცილებით უფრო ეადვილებათ ოპერატორის, რეჟისორისა და ასისტენტის თანდასწრებით თამაში, ვიდრე მაშინ, როცა მათ ასობით თვალი უყურებს.




არანაირი გრძნობები


image


გადასაღებ მოედანზე მსახიობებს შორის ნამდვილი ვნებები იშვიათად ჩნდება. მაგალითად, ფილმში "მისტერ და მისის სმიტები" ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სერიოზული რომანი გაჩაღდა, და სასიყვარულო სცენაც ძალიან ვნებიანი და მგრძობიარე გამოვიდა, მაგრამ უმეტესს შემთხვევაში მსახიობებს ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობები არ აკავშირებთ, თუმცა ზოგიერთი საეკრანო წყვილი სიყვარულს ისე პროფესიონალურად თამაშობს, რომ მაყურებელს მათ შორის არსებული დიდი სიყვარულის მართლაც სჯერა.





სიყვარული სცენარის მიხედვით


image


საწოლის სცენების გადაღებამდე მსახიობები ჯერ სცენარს ეცნობიან, სადაც ნათლად არის აღწერილი როგორ უნდა მოძრაობდეს მსახიობი, სად უნდა იყურებოდეს და პარალელურად რას უნდა ამბობდეს. სცენარში თავის ყოველი მობრუნება და ამოსუნთქვაც კია გაწერილი. მსახიობებმა რეპეტიცია გადაღებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გაიარონ.








0
534
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
534