x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
„ზოგჯერ არც ვიბან“ - კამერონ დიასი სილამაზის სტანდარტებს დაუპირისპირდა და ღირსეულად დაბერება გადაწყვიტა
image

დაახლოებით 30 წლის წინ კამერონ დიასი დიდების მწვერვალზე იყო. მთელი სამყარო მისი სამსახიობო ოსტატობით და ეფექტური გარეგნობით აღფრთოვანებული იყო. მაშინ ცნობილმა ადამიანმა არ იცოდა, რამდენად სწრაფად თავს მოახვევდა კინოინდუსტრია სილამაზის და ახალგაზრდობის შესახებ თავის სტანდარტებს. კამერონმა თამაშის წესები არ მიიღო. მისი ისტორია ცალკე ოვაციებს იმსახურებს.


21 წლისას კამერონმა ყველა მოხიბლა ბუნებრივი სილამაზით.

image


როცა 1994 წელს გამოვიდა ფილმი „ნიღაბი“, მთელმა სამყარომ გაიცნო კამერონ დიასი, რომელიც გადაღებების დროს მხოლოდ 21 წლის იყო. ახალგაზრდა ქერა ლამაზმანმა ფართო ღიმილით ყველას გული დაიპყრო, შემდეგ რეჟისორების წინადადებები წვიმასავით წამოვიდა.



ეფექტური გარეგნობის და კინოში საოცარი როლების წყალობით, მათ შორისაა საკულტო კომედია „ყველა მერიზე გიჟდება“ და „ჩარლის ანგელოზები“, კამერონი ჩვენი დროის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა.


35 წლის შემდეგ ასაკთან დაკავშირებით ცრურწმენებს შეეჯახა.

image


როცა 35 წელს გადააბიჯა, ჟურნალისტები თავს აბეზრებდნენ კითხვებით: „არ გეშინია, რომ შენი კარიერა დასრულდება? მალე 40–ის გახდებით“. კამერონმა საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით ახალგაზრდობისკენ სწრაფვა დაიწყო.


image


კოსმეტოლოგებთან დადიოდა, ანტიასაკობრივ საშუალებებს სწავლობდა, სხვადასხვა კრემი, ბოტოქსი და ფილერი გამოსცადა. მალე მიხვდა: სტანდარტების დაცვას და ბუნების მოტყუებას ამაოდ ცდილობდა.


და კამერონმა თქვა მტკიცე „არა“

image


თავის ნაშრომში „წიგნი დღეგრძელობაზე“ ღიად აცხადებს, რომ ჰოლივუდი ასაკობრივი ცვლილებების მიმართ დაუნდობელია. მისი თქმით, კინოინდუსტრია საზოგადოებას თავს ახვევს მოსაზრებას, რომ სიბერეში სილამაზე არაა. მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალი ყველაფერს აკეთებს, რომ ახალგაზრდა გამოჩნდეს.


დიასი მოგიწოდებთ, რომ ერთმანეთი არ გაჭოროთ, არ გაკიცხოთ ის, ვინც წლების შემდეგ ძლიერ შეიცვალა, არამედ სიბერისადმი დამოკიდებულება შეცვალოთ. „მოზარდი ჩვილი არაა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს. 50 წლის ქალი 25 წლის ქალისგან განსხვავებულად გამოიყურება. ეს ფიზიოლოგია, ეს ნორმალურია. გირჩევთ, მიიღოთ ფაქტი, რომ თითოეულ ასაკს თავისი სილამაზე აქვს“ – წერს ის.


ასევე ხუმრობს: „შუახნის კრიზისი ხიდიდან გადააგდეთ და წვეულება მოაწყვეთ! წვეულება შუახნის ასაკისთვის!“ და სერიოზულად ამატებს: „ის, რომ ასაკოვანი გახდით, უკვე პრივილეგიაა. ვიღაცას ხომ არ გაუმართლა და თქვენს ასაკამდე ვერ იცოცხლა“.


მსახიობი გირჩევთ, პირველ რიგში, იზრუნოთ ჯანმრთელობაზე და არა გარეგნულ სილამაზეზე

image


თავის დროზე გამოსცადა რიგი საშუალებები, რომელთა მწარმოებლები გვპირდებიან მარადიულ ახალგაზრდობას, მაგრამ ახლა აცხადებს: ეს ყველაფერი ტყუილია.


„მენდეთ, ვიცი, რა ადვილია აჰყვეთ ცდუნებას, რომ სარკეში თქვენი ანარეკლი ინდიკატორია, რამდენად კარგად ეწინააღმდეგებით ასაკს. არ მოტყუვდეთ: ის, რომ თქვენს მეგობარზე ახალგაზრდულად გამოიყურებით, არ ნიშნავს, რომ თქვენი სხეული არ ბერდება. დაბერება ხანგრძლივი პროცესია და თითოეული ამ გზას ინდივიდუალურად გადის. ჩვენი სხეულის მთელი მექანიზმი ცვდება. თქვენი ზრუნვა ორგანიზმის თითოეული ნაწილის მდგომარეობასა და გარეგნობაზე აისახება“.


რა უნდა გააკეთოს ყველა ქალმა კამერონის თქმით


image


მსახიობი დარწმუნებულია, რომ ქალს თითოეულ ასაკში საკუთარი სხეულის მიმართ კონკრეტული პასუხისმგებლობა აქვს. მისი თქმით, 20 წლისას ცხოვრებაში უნდა ჩართოთ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და სწორი კვება. 30 წლის შემდეგ ნაყოფიერების საკითხზე უნდა დაფიქრდეთ, თუ ბავშვის გაჩენის სურვილი გაქვთ: საჭირო ტესტები გაიარეთ და საჭირო ზომები მიიღეთ.


40 წლისას ცხოვრებით ტკბობის დრო მოდის. ამ დროს ნებისმიერ სტრესს თავი უნდა აარიდოთ. „ამ ასაკში მენოპაუზის გზაზე ხართ, ამიტომ კარგი ემოციური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს ის.


„არც ვიბან“

image

დღეს კამერონი აცხადებს, რომ დიდი კინოს დატოვებამ (ბოლოს ეკრანზე 2014 წელს ვნახეთ) საკუთარი თავისადმი ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედა. როგორც იქნა ამოისუნთქა, გააცნობიერა, რომ ვალდებული არაა ინერვიულოს გარეგნობაზე და მთელი რიგი კოსმეტიკა გამოიყენოს.


„სილამაზისთვის არაფერს ვაკეთებ. ზოგჯერ არც ვიბან. თვეში მხოლოდ რამდენჯერმე მახსენდება, რომ სახეზე რაღაც უნდა წავისვა“ – აღიარებს დიასი.


image


კამერონი ცდილობს ისე ჩაიცვას, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა, როცა 2022 წელს ის სატელევიზიო შოუში თავისუფალი სტილით და კომფორტული ბოტასებით გამოჩნდა.


ვარსკვლავი გვიმხელს, რომ ცხოვრებაზე შეხედულების გადახედვის შემდეგ კინოში დასაბრუნებლად მზადაა. დიასი უკვე ახალ პროექტებზე მუშაობს.


50 წელი – დიდების ახალი მწვერვალი

image

2022 წლის აგვისტოში კამერონი 50 წლის გახდა. იმ ჟურნალისტების აზრის საპირისპიროდ, რომლებიც კამერონს ასაკში დავიწყებას უწინასწარმეტყველებდნენ, მსახიობი დღემდე ყველას ყურადღების ცენტრშია. დროებითი შესვენებაც მისი დიდებისთვის ხელისშემშლელი არ გახდა. ყველაფერი დიასის ცხოვრებისეული პოზიციის წყალობით.


ტაბლოიდებში წერენ მასზე, როგორც მუზაზე, რომელიც თავისი მაგალითით შთაგვაგონებს, რომ ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან და თავსმოხვეულ სილამაზის სტანდარტებს შევებრძოლოთ. ამისთვის მადლიერი ვართ.


სხვათა შორის, კამერონის შემოქმედებითი გზა სხვა ცნობილების ისტორიებს არ ჰგავს. ყველა ვარსკვლავი ვერ გაბედავს, რომ კინოსამყარო დიდი ხნით დატოვოს, როცა წარმატების მწვერვალზეა. თუ ვინმე გაბედავს, დაბრუნებას, დიდი ოვაციებით ნაკლებად ხვდებიან. ეს კამერონის შემთხვევა არაა. მოუთმენლად ველით ახალ ფილმებს მისი მონაწილეობით.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. მერილ სტრიპი: "არ მყოფნის მოთმინება მათზე, ვინც არ იმსახურებს ჩემს მოთმინებას"

2. ოდრი ჰეპბერნის სიტყვები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა მოისმინოს

3. ბრედლი კუპერმა გაამხილა, რატომ ცხოვრობს დედასთან ერთად - გულისამაჩუყებელი ისტორია

4. საიდუმლო, რომელსაც კლინტ ისტვუდს 30 წელი უმალავდნენ

5. ჯეინ ფონდა ნანობს, რომ სახე დაიჭიმა - ახალგაზრდებს სთხოვს, სიბერის შიში შეწყვიტონ

6. სანდრამ ბულოკმა აღიარა, რომ ბავშვის კანს სახის ახალგაზრდობისთვის იყენებს

0
278
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
278