x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138443
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
რისგან გარდაიცვალა იოსებ სტალინი: ლიდერის გარდაცვალების საიდუმლო 70 წლის შემდეგ გაცხადდა

image


როგორც გაირკვა, იოსებ სტალინი არავის მოუკლავს. ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, და არა მოწამვლისგან, როგორც ამას ბევრი ამტკიცებდა. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველმა სერგეი დევიატოვმა ლიდერის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული მითი უარყო.


image


"სტალინი ბუნებრივი სიკვდილით - ინსულტით გარდაიცვალა. მას სამედიცინო დახმარება ძალიან გვიან აღმოუჩინეს, რადგან სტალინი მასთან ნებართვის გარეშე შესვლას ყველას ურძალავდა, ხოლო დაცვამ მასთან ოთახში შესვლა მაშინაც კი ვერ გაბედა, როდესაც ის კაბინეტიდან დროულად არ გამოვიდა, როგორც ამას ტრადიციულად აკეთებდა ხოლმე"-განაცხადა დევიატოვმა.


image


გარდა ამისა, ისტორიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ ექსპერტიზას შეეძლო მის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა ინსინუაცია გაექარწყლებინა, თუმცა ის არ ჩატარებულა. შეგახსენებთ, რომ "ერის მამა" მოსკოვის მახლობლად მდებარე რეზიდენციაში, 1953 წლის 5 მარტს, საკუთარ კაბინეტში გარდაიცვალა. მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ვერსია, რომ სტალინი მისივე ახლო წრიდან მოწამლეს, თუმცა ისტორიკოსის თქმით ეს მითია.


image


"სტალინის ავადმყოფობის ისტორიაში, რომელიც გამოქვეყნებულია, არის ინფორმაცია ინსულტისა და მისი სიცოცხლის ბოლო დღეების შესახებ. სამედიცინო თვალსაზრისით აღბეჭდილ კლინიკურ სურათში ყველაფერი გასაგებია"- განმარტა ისტორიკოსმა.











0
1779
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1779