x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ორსქესიანი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც თავის მდგომარეობას სიცოცხლის ბოლომდე მალავდა

imageსტანისლავ ვალასევიჩი


სტანისლავ ვალასევიჩი, 1932 წ. ოლიმპიური ჩემპიონი, 100 მ–ზე სირბილში, სამი თვის ასაკიდან, ამერიკაში ცხოვრობდა და აშშ–ს მოქალაქეობის მიღება უნდოდა. თუმცა, ბოლო მომენტში, გადაიფიქრა და ოლიმპიადაზე, თავისი ისტორიული სამშობლოს სახელით გადაწყვიტა გამოსვლა. პლანეტის ყველაზე სწრაფი ქალის ტიტულმა, მას პოლონეთში უპრეცედენტო პოპულარობა მოუტანა — ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, სტანისლავა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. მან მსოფლიო რეკორდები დაამყარა 60 და 100 მეტრზე. მაგრამ, 1936 წელს, ბერლინში, 100 მ. დისტანციაზე, II იყო. ჩემპიონი მაშინ ამერიკელი ჰელენ სტივენსი გახდა. ეს დამარცხება, მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სტივენსი მამრობითი სქესის კუთვნილებაში დაადანაშაულა... სპორტსმენის შემოწმების შემდეგ, იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ, რომ ეჭვი არ გამართლდა.


imageჰელენ სტივენსი და სტანისლავ ვალასევიჩი


ამის შემდეგ, სტანისლავა ამერიკაში დაბრუნდა და სახელი და გვარი შეიცვალა. ის სტელა უოლში გახდა და 40 წლის ასაკამდე, აქტიურად მონაწილეობდა უმაღლესი დონის შეჯიბრებებში.

1947 წ. ის ცოლად ამერიკელ მოკრივეს ნილ ოლსონს გაჰყვა და მალევე გაეყარა. მთელი თავისი სპორტული კარიერის მანძილზე და მის შემდეგ, სტელი არანაირ ეჭვს არ იწვევდა... და შოკისმომგვრელი სიმართლე, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი: სპორტსმენი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა და მორგში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვალასევიჩს, როგორც ქალის, ისე მამაკაცის სასქესო ორგანოები ჰქონდა. ანუ ის – ჰერმაფროდიტი იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ ახალი დაავადების შესახებ, რომელიც კორონავირუსზე უფრო სახიფათოა

* უცხოპლანეტელები დედამიწაზე გრავიტაციის გამო ვერ ჩამოდიან?

* ჰიტლერის საიდუმლო სარდაფი



3
751
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
751
  
2023, 17 მაისი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 მაისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3