x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა მიზნით იყო თბილისში ჩამოსული მერლინ მონროს ყოფილი ქმარი არტურ მილერი?
image

ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ მერლინ მონროს მესამე ქმარი არტურ მილერი(1955-დან 1959-მდე)თბილისში იყო ჩამოსული 1967 წელს, თუ რატომ და რა მიზნით სტატიაში შეიტყობთ.


არტურ მილერი სიცოცხლის ბოლომდე ყველა დროის უდიდეს ამერიკელ დრამატურგად მიიჩნეოდა, ამერიკელი დრამატურგი, ესსეისტი, მწერალი. წამყვანი ფიგურა იყო ამერიკულ ლიტერატურაში და კინემატოგრაფიაში თითქმის 60 წლის განმავლობაში; დაწერილი აქვს დიდი რაოდენობით პიესა, რომლებიც სრულდება მსოფლიოს მრავალ სცენაზე.


არც საქართველო იყო გამონაკლისი.მისი პიესა „კომივოაჟერის სიკვდილი“ ციალა კარბელაშვილმა თარგმნა და ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა.1965 წელს რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუამ დადგა არტურ მილერის „სეილემის პროცესი"", ხოლო მისი სხვა პიესა, „ხედი ხიდიდან“ დადგა გორის თეატრმა 1968 წელს.



1967 წელს არტურ მილერმა და მისმა შედგომმა მეუღლემ ინგე მორეტმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურეს.


image

არტურ მილერის თბილისში ჩამოვიდა და თავისავე სპექტაკლს "სეილემის პროცესს" დაესწრო, მილერი მოიხიბლა ქართველების დადგმული წარმოდგენით.განსაკუთრებით ზინაიდა კვერენჩხილაძის ელიზაბეთ პროქტორი გამოყო - ასე ფსიქოლოგიურად გადაწყვეტილი სახე არსად მინახავსო!აი რას წერდა მოგვიანებით ამერიკაში ჩასული:


"დარბაისლური სპექტაკლია და არა სენტიმენტალური, როგორც ეს ზოგიერთ სცენაზე მინახავს. მომეწონა, ძალზე შთამბეჭდავია. მიზანსწრაფულია, ძლიერია მოქმედება, მთლიანია და მონოლითური, კარგად ჩაფიქრებული ეპიზოდები მოქმედების განვითარების საშუალებას იძლევა."

imageფოტოზე: რობერტ სტურუა, არტურ მილერი და არჩილ ჩხარტიშვილი



1969 წელს მილერის შემოქმედება აიკრძალა საბჭოთა კავშირში მას შემდეგ, რაც მან საბჭოთა დისიდენტი მწერლების თავისუფლებისთვის კამპანია გააჩაღა. თუმცა ეს აკრძალვა მალევე მოიხსნა და კვლავ დაიწყეს მილერზე, როგორც პროგრესულ მწერალზე საუბარი.


არტურ მილერი 2005 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში.

1
361
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
361
  
2023, 11 მაისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1