x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 მინიშნება ფილმებიდან, რომლებიც პირველივე წუთებში მიგახვედრებთ, რომ მათზე დროის დაკარგვა არ ღირს

image
რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ფილმის ნახვის შემდეგ გინანიათ, რომ მასზე დრო დაკარგეთ? წარმოგიდგენთ მინიშნებებს, რომლებიც თავიდანვე მიგითითებენ, რომ ესა თუ ის ფილმი 2 საათის დაკარგვად არ ღირს:

1. როდესაც ქალებს ნებისმიერ ვითარებაში იდეალური მაკიაჟი და ვარცხნილობა აქვთ

ხშირად ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში გოგონებს სრულყოფილი კანი, თმა და მაკიაჟი აქვთ, მაშინაც კი, როცა ირგვლივ გაუვალი ტყეა. მაყურებლის აზრით, ეს ფილმის არც თუ ისე მაღალი ხარისხის ერთ-ერთი ნიშანია. მაგალითად, ფილმში "დაკარგული ქალაქი", სადაც მთავარ როლს სანდრა ბულოკი თამაშობს, ის თითქოს წითელი ხალიჩიდან გადმოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები გაუვალ ჯუნგლებში ვითარდება.image

2. როდესაც სარეკლამო ვიდეოებში ერთი და იგივე ხუმრობები მეორდება

ზოგჯერ ფილმს რამდენიმე ოფიციალური თრეილერი აქვს, თუკი მათში ერთი და იგივე სცენები და ხუმრობები მეორდება, დიდია შანსი იმისა, რომ ყველაზე სახალისო მომენტები ისინი იყოს და დანარჩენი ნაწილი კი მოსაწყენი.ამის მაგალითია ფილმი "მოკლედ" - ის მოსაწყენი აღმოჩნდა, მიუხედავად პერსპექტიული მონაკვეთებისა.image

3. როდესაც ფილმის პოსტერებზე ზოგადი ფრაზები წერია

მაყურებლები აღნიშნავენ, რომ როდესაც თრეილერებს ან პლაკატებს აქვთ ბევრი წარწერა, როგორიცაა „ყველაზე მხიარული ფილმი“ ან „დიდი თავგადასავალი“, ეს შეიძლება ცუდი ნიშანი იყოს. განსაკუთრებით უცნაურია, როცა პრომოუტერები სურათს თებერვალში „წლის საუკეთესო ფილმად“ ასახელებენ.
image

4. როდესაც ჯენიფერ ლოპესი ფილმში თხოვდება

ხშირად ფილმები მსახიობისა და მომღერლის ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით ქორწილის თემაზე წარუმატებელია. მაგალითად, „ჩემი მეკობრულიქორწილი“-ს რეიტინგი იყო 5.4, „პირველი ადამიანები“ -ს- 6.1, „თუ დედამთილი მონსტრია“ - 5.5, „საქორწილო აურზაური"-ს კი 5.3
image

5. როდესაც ფილმში ცნობილი მსახიობების იმედი აქვთ რეიტინგის მისაღებად

კინორეჟისორები ხშირად იწვევენ ტოპ ვარსკვლავებს, რათა მათი სახელები გამოიყენონ რეკლამებში, მაგრამ მხოლოდ ცნობილი მსახიობის ყოლა არ განსაზღვრავს ფილმის წარმატებას. მაგალითად, კომედიურ ფილმში “ფილმი 43" ითამაშა ბევრმა ცნობილმმა მსახიობმა, როგორებიც არიან ჰიუ ჯეკმანი, ქეით უინსლეტი და ჰოლი ბერი. მიუხედავად ამისა, IMDb-ზე მისი რეიტინგია 4.3.image

6. ცნობილი ფილმების რიმეიქები

პოპულარული ფილმების რიმეიქები იშვიათადაა ისეთივე კარგი, და ხარისხიანი როგორც ორიგინალები. მაყურებელი თვლის, რომ ასეთი ფილმების შემქმნელები კომერციული სარგებლისკენ მიისწრაფვიან და მხოლოდ ფულის გამომუშავებას ცდილობენ. მართლაც, რომელი ცნობილი ფილმის რიმეიქი გინახავთ კარგი?image

7. როდესაც მსახიობების შესრულებაა თრეილერებიდანაც ჩანს, რომ ცუდია

თუკი უკვე თრეილერშივე ხვდებით, რომ მსახიობების შესრულება არ მოგწონთ, დიდი შანსია იმისა, რომ ფილმითაც არ დარჩებით აღფრთოვანებული. ამის მშვენიერი მაგალითია მიუზიკლი “კატები"image

8. როდესაც ისტორიულ ფილმებში ბევრი შეცდომაა

ზოგჯერ რეჟისორები დიდ ყურადღებას არ უთმობენ ისტორიულ სიზუსტეს და მოვლენებს თავიანთ გემოვნებით ცვლიან. მაგალითად ფილმი “ამსტერდამი" ისტორიულ, კომედიური დეტექტივია, რომელიც არც ისტორიული სიზუსტით გამოირჩევა და არც კარგი სიუჟეტით.image

9. როდესაც ჩვეულებრივ ფილმებში A კატეგორიის მსახიობები მონაწილეობენ

ჰოლივუდში ჩვეულებრივი პრაქტიკაა დიდი ვარსკვლავების სახელების გამოყენება აუდიტორიის მოსაზიდად. ბოლო წლებში ბევრი თრილერი და კომედია გამოჩნდა ისეთი მსახიობების მონაწილეობით, როგორებიც არიან რობერტ დე ნირო და ჯონ მალკოვიჩი. ფილმები იღებენ დაბალ რეიტინგებს და ცუდ შეფასებებს კრიტიკოსებისგან, მაგრამ ეს ხელს არ უშლის სტუდიებს გააგრძელონ იგივე ტიპის ფილმების გამოშვება.image

10. როდესაც ფილმის პოსტერი ცარიელი კლიშეა

გამოცდილ კინომაყურებელს შეუძლია კარგი ფილმის ამოცნობა პოსტერითაც კი. მაყურებლის თქმით, ასეთ ნიშნებს მიეკუთვნება ზედმეტად ნათელი ფერები, როცა მთავარი გმირი დგას ცენტრში ღიმილით და პირდაპირ კამერაში იყურება. ასევე მამრობითი სქესის პერსონაჟი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე მამაკაცურობის რაღაც სიმბოლოთი, როგორიცაა მოტოციკლი.
image












0
802
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
802
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0