ორსულობა და ბავშვი ტყუპები სამი თვის ინტერვალით დაიბადნენ 2023, 11 მაისი, 13:10 კელნში (გერმანია) ერთი ტყუპის ცალი, პირველის დაბადებიდან, 97 დღის შემდეგ გაჩნდა. მსგავსი ფაქტი, მანამდე, მხოლოდ ერთხელ იყო დაფიქსირებული – ირლანდიაში, ტყუპები 87 დღის ინტერვალით დაიბადნენ. ირლანდიელი გოგონა ფეხმძიმობის მეექვსე თვეზე გაჩნდა და ექიმებს, მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, საკეისროს კვეთის გაკეთება მოუხდათ. ახალშობილი მხოლოდ 900 გრამს იწონიდა და მეანებმა მისი დის საშვილოსნოში დატოვება გადაწყვიტეს, რომ ნაყოფისთვის ნორმალურად გაზრდის საშუალება მიეცათ. ბავშვი სამი თვის შემდეგ, ყოველგვარი გართულების შემდეგ დაიბადა. მისი წონა 3, 7 კგ. იყო. ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ გერმანელი მშობიარეს შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა არ გახდა საჭირო. მას შემდეგ, რაც 24–ე კვირაზე, პირველი გოგონა გაჩნდა, მშობიარობა შეწყდა. მაშინ მშობლებმა ნაყოფის ბუნებრივად განვითარება გადაწყვიტეს და ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტაზე უარი თქვეს. მეორე ბავშვი ფეხმძიმობის მეცხრე თვეს, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ამჟამად, ორივე ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ხოლო, ექიმები ამბობენ, რომ გერმანელ და ირლანდიელ ქალბატონებს ძალიან გაუმართლათ, რადგან მსგავსი მშობიარობა, როგორც წესი, ერთი ან ორივე ნაყოფის სიკვდილით სრულდება. არხის სხვა სიახლეები:* 10 საინტერესო ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ* "შოუ–ბიზნესი ყალბი სამყაროა" – მოსკოვში ჩასულ პუგაჩოვას რუსი ვარსკვლავები ცივად შეხვდნენ* ჰიტლერის საიდუმლო სარდაფი138 1-ს მოსწონს
|