x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ჰიტლერის საიდუმლო სარდაფი
საქსონიაში აღმოაჩინეს საიდუმლო საცავი, სადაც ფაშისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელს და იმ პერიოდისთვის, დეფიციტურ პროდუქტს მალავდა.


image


გერმანელმა რესტორატორმა სილვიო შტელცერმა (Silvio Stelzer) 2007 წელს ბერლინიდან 160 კმ-ის და დრეზდენიდან 14 კმ-ის დაშორებით, მორიცბურგში ციხესიმაგრე შეიძინა. ამ ქალაქის და საერთოდ საქსონიის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა, 1542-1546 წწ. ააშენეს და დიდი ხნის მანძილზე, სამეფო ოჯახის რეზიდენცია იყო. ხოლო, 1946 წ. ციხესიმაგრეში ბაროკოს მუზეუმის გახსნა გადაწყდა, რომელიც 1949 წელს გაიხსნა.


image


ხოლო, ღვინის სარდაფი, შამპანურით და კონიაკის ბოთლებით, მაშინ იპოვეს, როდესაც ციხესიმაგრის რეკონსტრუქცია დაიწო. რემონტის დროს, 6 სარდაფი აღმოაჩინეს, რომელიც ზემოდან მიწაყრილით იყო შენიღბული. სარდაფებში კონიაკის და შამპანურის ყუთები იყო, რომლებიც ამ ადგილზე, II მსოფლიო ომის ბოლოს გადამალეს.

სარდაფებში, სასმელით სავსე ყუთების გარდა, აღმოაჩინეს სასახლის ძველი მფლობელის აღრიცხვის ჟურნალი. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ «ომის ბოლოს, 1944 წ. ჰიტლერის ბრძანებით, იმის გამო, რომ ბერლინი უსაფრთხო ქალაქი აღარ იყო, პროდუქტი და ალკოჰოლური სასმელი სასახლის მიწისქვეშა ლაბირინთებში გადაიტანეს» – სილვიო შტელცერმა ციტირება მოახდინა, გამომცემლობა The Local–ის ჟურნალისტთან.


image


ჟურნალში ასევე აღნიშნული იყო, რომ სასახლის ტერიტორიაზე, პროდუქტის შენახვის სანაცვლოდ, ჰიტლერი, სასახლის იმ დროინდელ მფლობელს, პრინც ერნსტ გენრიხ საქსონელს, სურსათ–სანოვაგის ნაწილს აძლევდა.

ასობით ალკოჰოლური სასმლის ყუთების გარდა, მიწისქვეშ დამალული იყო შოკოლადი, შებოლილი ძეხვი, სიგარეტი, ყველი და ორცხობილა. პროდუქტი გვიან ღამით, რამდენიმე სატვირთო მანქანით მიიტანეს. მანქანიდან გადმოტვირთვის შემდეგ, ერთი ნაწილი, სასახლის სარდაფში ჩაიტანეს, ხოლო მეორე – სასახლის ეზოში მდებარე სამალავებში. სასახლის სარდაფში რაც იყო, საბჭოთა მეომრებმა წაიღეს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ, ხოლო მოშორებით მდებარე სარდაფები – ხელუხლებელი დარჩა.

ერთი შეხედვით, ეს აღმოჩენა ძალიან უცნაურად შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰიტლერი დიეტებზე გიჟდებოდა და ყოველთვის შეზღუდული რაციონით იკვებებოდა. ამასთან, ის ვეგეტარიანელი იყო, არც ეწეოდა და არც სვამდა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 საინტერესო ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* "შოუ–ბიზნესი ყალბი სამყაროა" – მოსკოვში ჩასულ პუგაჩოვას რუსი ვარსკვლავები ცივად შეხვდნენ

* 4 იდუმალი ქვეყანა, რომელიც სამუდამოდ დაიკარგა



2
605
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
605
  
2023, 12 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 მაისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2