x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე პატარა ბავშვი დაიბადა

სან-დიეგოს (კალიფორნია, აშშ) საავადმყოფოში, მარტის თვეში დაიბადა გოგონა, რომელის წონა – 245 გრ. იყო.


image


აიოვას უნივერსიტეტის, ყველაზე პატარა წონით დაბადებული ბავშვების, ოფიციალური სიის თანახმად, პატარა საბიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მათ შორის, ვინც წონის მიუხედავად, გადარჩა და სრულად გამოჯანმრთელდა.

ბავშვი ვადამდე, 3 თვით ადრე დაიბადა – ფეხმძიმობის 23-ე კვირაზე. საკეისრო კვეთის გაკეთება მას შემდეგ გადაწყდა, რაც აღმოაჩინეს, რომ ფეხმძიმობის გართულების გამო, ნაყოფი წონაში არ იმატებდა.

ექიმებმა მშობლებს შეატყობინეს, რომ გოგონა შეიძლება ვერც გადარჩენილიყო. «ექიმებმა მეუღლეს უთხრეს, რომ შეეძლო გოგონასთან, დაახლოებით, 1 სთ. დარჩენილიყო, ხოლო შემდეგ, ბავშვი დაიღუპებოდა. მაგრამ, საათი – 2 სთ. გახდა, შემდეგ – დღე, შემდეგ – კვირა» – გაიხსენა გოგონას დედამ.

როგორც აღვნიშნეთ, გოგონას წონა, დაბადების მომენტში, 245 გრ. იყო, რაც წინა რეკორდთან შედარებით, რომელიც 2015 წელს გერმანიაში დაბადებულ გოგონას ეკუთვნოდა, 7 გრ. ნაკლებია.

მსოფლიოში, 300 გრამზე ნაკლები წონით დაბადებული, სულ 23 ბავშვია აღრიცხული და მათ შორის, მხოლოდ 4 არის ბიჭი.

imageimageimageimageimageimageimage

0
306
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0