x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ბავშვი გამხდარი და ცელქი უნდა იყოს» – ცნობილი პედიატრის რჩევები

ცნობილი ექიმი და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ 15 წიგნის ავტორი ე. კომოროვსკი, ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე, საავტორო გადაცემის – «ექიმი კომოროვსკის სკოლის» წამყვანიც არის. ის, წლების მანძილზე, მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს ასწავლის, თუ როგორ უნდა მოუარონ ბავშვებს, რომ მათ ნაკლებად იავადმყოფონ და ჯანმრთელი ადამიანები გაიზარდონ.

ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება ცნობილი პედიატრის აზრი ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალების ჯანმრთელობის შესახებ.


image


ბავშვის და დედის ჯანმრთელობაზე


«ორშაბათობით ბავშვები უფრო ხშირად იმიტომ ავადმყოფობენ, რომ დასვენების დღეებში სტუმრად მიდიან ბებია-ბაბუებთან, ხოლო სიყვარულის საზომი ჩვენთან, სამწუხაროდ, საჭმელი არის».

«თუ ოჯახში არის ბავშვი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს, ძაღლი შეიძინეთ. მშობლებს ბავშვის გასეირნება ავიწყდებათ, ძაღლს კი დღეში ორჯერ უნდა გარეთ გაყვანა».

«როგორც კი ხველა იწყება, რას აკეთებენ ჩვენთან? არ მიდიან სასეირნოდ, არ აღებენ ფანჯრებს, არ რთავენ ჰაერის დამატენიანებელს და გამოჯანმრთელების იმედით, პრიორიტეტს წამლებს ანიჭებენ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვისთვის 2 წლამდე ამოსახველებელი წამლის მიცემა სამართლებრივად ისჯება».

«აგარაკი ყოველთვის უკეთესი ვარიანტია, ვიდრე ნებისმიერი ზღვა. თუ ბავშვი 2 თვის მანძილზე, თითქმის მშიერი, ჭუჭყიანი და ფეხიშველა დარბის — ეს აღადგენს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ის მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება».

ექიმი კომოროვსკი თვლის, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, შექმნილი პრობლემის მოგვარება, მხოლოდ პედიატრების მეშვეობით არ შეიძლება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდწილად მის მშობლებზე და ბებია-ბაბუაზეა დამოკიდებული. სწორედ მათ შეუძლიათ იმაზე ზეგავლენა, რომ ბავშვი ავად არ გახდეს, ხოლო თუ მაინც გახდება, მალე გამოჯანმრთელდეს.




image


სკოლის და საბავშვო ბაღის შესახებ


«კარგი საბავშვო ბაღი ის არის, რომელშიც მშობელს საწვიმრის და ჩექმების მიტანას სთხოვენ, რომ ბავშვი, წვიმის დროს, ქუჩაში გაიყვანონ სასეირნოდ».

«ბედნიერი ბავშვი, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელი ბავშვია და უკვე შემდეგ – ბავშვი, რომელმაც წერა-კითხვა იცის და ვიოლინოზე უკრავს».

«ჩვენს სკოლებში, უმჯობესია, რომ ბავშვი 10 წლის ასაკში მივიდეს, რადგან იქ პატარებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ».

ექიმი თვლის, რომ ბავშვებმა დაწყებითი სკოლის ასაკში, უფრო მეტი უნდა იმოძრაონ და მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე. სამწუხაროდ, თანამედროვე სკოლას ამის უზრუნველყოფა არ შეუძლია.
«იმ შემთხვევაში, თუ ყველა დასვენების დროს, საკლასო ოთახის განიავება მოხდება, 10-ჯერ შემცირდება ვირუსების რაოდენობა ჰაერში და ამდენჯერვე – გრიპით დაავადებული ბავშვების რიცხვი კლასში».




image


საფენებზე


«ადამიანმა, რომელმაც საფენი გამოიგონა, გმირობა ჩაიდინა!»

«საფენის არსი და იდეოლოგია შემდეგში მდგომარეობს: ის ბავშვს კი არ, ბავშვის დედას სჭირდება!»

საკითხი, რომელიც უამრავ მშობელს აღელვებს: «შეიძლება, თუ არა, ბიჭებისთვის საფენი?» ექიმის აზრით (უახლეს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით), საფენის გამოყენება მომავალში არ გახდება მამაკაცის უშვილობის მიზეზი. «საფენი არანაირ ზიანს არ აყენებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არც ხმარების მომენტში და არც სამომავლოდ».




image
ფეხმძიმობაზე


«ფეხმძიმობა 9 თვის მანძილზე გრძელდება და ქალბატონების დასამშვიდებლად, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სპილო, მსგავს მდგომარეობაში, 22 თვის მანძილზე იმყოფება».

«ფეხმძიმობა ავადმყოფობა არ არის და მისი არ უნდა გეშინოდეთ. ჩვეულებრივი ცხოვრების წესით იცხოვრეთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნეთ».

«ოჯახის კეთილდღეობა – დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის. ბავშვის მამამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დედამ დროზე ჭამოს საჭმელი, საკმარისად ეძინოს და სუფთა ჰაერზე ისეირნოს».


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image«სურდოს საწინააღმდეგო თილისმა» ბავშვებისთვის
სწორი ფრაზები ბავშვის სამართავად

ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!

1
5520
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5520
  
2019, 15 იანვარი, 2:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1