x
image
ნინო ხიმშიაშვილი
პარლამენტმა თავისივე მიღებული კანონი დაარღვია და საბჭოთა სიმბოლიკიანი ფოტოთი მოსახლეობას 9 მაისი შეახსენა

image



8 მაისის ბოლოს, ზუსტად 23:46 წუთზე საქართველოს პარლამენტმა თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა 9 მაისის აღსანიშნი პოსტერი - "9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე".



პოსტერში გამოყენებულია 1945 წლის 2 მაისის ფოტო, როცა წითელი არმიის ჯარისკაცი რაიხსტაგზე საბჭოთა დროშას ამაგრებს.




ამით საქართველოს პარლამენტმა საბჭოთა დღესასწაულის აღნიშვნის მოტივით ღიად გამოიყენა აკრძალული სიმბოლიკა, ვინაიდან საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება კანონით აკრძალულია.



ამის შესახებ საქართველოს კანონში თავისუფლების ქარტიაში წერია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო.



ამ კანონის პირველ მუხლში, სადაც განსაზღვრულია კანონის მიზანი, ვკითხულობთ:


''ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა''. - ამონარიდი თავისუფლების ქარტიიდან.



9 მაისს ყველაზე პომპეზურად რუსეთის ფედერაცია აღნიშნავს. როგორც ყველა სხვა წლებში, წელსაც წითელ მოედანზე მოსკოვში დაგეგმილია სამხედრო აღლუმი. გავრცელებული ინფორმაციით წლევანდელ აღლუმს შუა აზიის ქვეყნების ლიდერები დაეწრებიან.




1
88
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
88
  
2023, 9 მაისი, 7:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1