x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ
image


მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღად, ოფიციალურად, 1945 წლის 8 (9) მაისი ითვლება. თუმცა, რეალურად, ეს ომის დამთავრების კი არა, გამარჯვების დღე არის — დღე, როდესაც გერმანიამ კაპიტულაციაზე მოაწერა ხელი.

აქტი გერმანიის უპირობო კაპიტულაციის შესახებ, ხელმოწერილი იყო 7 მაისს. მაგრამ, ოფიციალურად, განცხადება საკითხთან დაკავშირებით, ევროპაში 8 მაისს, დღის საათებში გამოცხადდა, ხოლო სსრ კავშირში — 9 მაისის, საღამოს.

ამის შემდეგ, ომმა დიპლომატიურ ფრონტზე გადაინაცვლა და ის, თითქმის, 10 წელი კიდევ გრძელდებოდა, რადგან ბევრ საკითხზე, რომელიც გერმანიის დიპლომატიურ და იურიდიულ მდგომარეობას ეხებოდა, სსრ კავშირი, აშშ და დიდ ბრიტანეთ, წლების მანძილზე, მსჯელობდნენ და წყვეტდნენ. შედეგად:

სამშვიდობო ხელშეკრულება გერმანიასთან, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 1951 წ. 9 ივნის გააფორმეს, ხოლო აშშ-მ, იმავე წლის, 19 ოქტომბერს.

რაც შეეხება სსრ კავშირს, მან გერმანიასთან სამშვიდობო შეთანხმებას, 1955 წლის 21 იანვარს მოაწერა ხელი. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება, «გერმანიას და საბჭოთა კავშირს შორის, ომის დასრულების შესახებ», 1955 წ. 25 იანვარს გამოიცა.



image


კურილის კუნძულების გამო, იაპონიას და რუსეთს, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი, ჯერ კიდევ არ მოუწერია. ფორმალურად, მათ შორის, — ომი გრძელდება...



image


როდესაც გერმანული ჯარი პოლონეთში შეიჭრა, ვიზნას დაცვაზე მხოლოდ 720 პოლონელი ჯარისკაცი იდგა. მათ მტრის 42 ათასი ჯარისკაცის და 350 ტანკის, 3 დღით შეკავება შეძლეს.



image


შეიძლება, ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ, ჰიტლერს გაქცევის შესაძლებლობა ჰქონდა... მისი სიკვდილის ოფიციალურ დღეს — 1945 წლის 1 მაისს, ალყაშემორტყმული ბერლინიდან, ტანკების კოლონამ შეძლო გამოსვლა, რომელიც რამდენიმე ჯავშნიან «ჰორხს» («Horch» – მსუბუქი ავტომობილი) აცილებდა. ტანკები ერთი დღის შემდეგ აღმოაჩინეს, მანქანები კი, უკვალოდ გაქრა. ისტორიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ ჰიტლერი, შეიძლება, ჰამბურგში ჩასულიყო, სადაც წყალქვეშა ნავების სპეციალური განყოფილება — «ფიურერის დაცვა» იყო ბაზირებული. მაისის ბოლოს კი, იქიდან არგენტინის მიმართულებით, წყალქვეშა ნავი – U-530 გავიდა. ხოლო, ადგილზე ჩასული ეკიპაჟი, მოკავშირეებს ჩაბარდა. თუმცა, მის ბორტზე აღარაფერი იყო — არც დოკუმენტები, არც საბორტო ჟურნალი და არც რაიმე კვალი, რომელიც ნავში, სხვა ადამიანების მგზავრობაზე მიანიშნებდა.




image


ვროცლავში (პოლონეთი) დამარცხების შემდეგ, გერმანელებმა ქალაქიდან ჯავშნიანი მატარებელი გაიყვანეს, რომელიც, როგორც თვითმხილველები ამტკიცებდნენ, ოქროს ზოდებით იყო სავსე. ვალბრზიხისკენ მიმავალი 150 მ–იანი შემადგენლობა, გზაში გაუჩინარდა. იმ რეგიონში, მიწისქვეშა გვირაბების უდიდესი ქსელია და როგორც ამბობენ, მატარებელი დღემდე, რომელიმე მათგანში დგას. მაგრამ, საძიებო ოპერაციებს, დღემდე შედეგი არ გამოუღია...



image


გასაბერი არმია, რომელსაც «მოჩვენებით არმიასაც» ეძახდნენ, ამერიკას ეკუთვნოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელებმა ჭკვიანურ ხრიკის მიმართეს: 1944 წელს მათ საბრძოლო გუნდი შეკრიბეს, რომელშიც მხატვრების, მოდის დიზაინერების, მსახიობების და სხვა შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები შედიოდნენ და ეს იმისთვის, რომ მათ თავიანთი უნარები, მოწინააღმდეგის «გასაცურებლად» გამოეყენებინათ.

23–ე რაზმში 1100 ადამიანზე მეტი ირიცხებოდა. მათი მისია მტრის დაბნევა, დემორალიზება და «მაგიის» საშუალებით, დაშინება იყო. ამისთვის კი, გასაბერ საბრძოლო ტექნიკას, ხმოვან და პიროტექნიკურ ეფექტებს, კოსტიუმებს, გრიმს და სხვა რეკვიზიტებს იყენებდნენ. ვიდრე პიროტექნიკოსები «ბრძოლის ველზე» აფეთქების იმიტაციას ახდენდნენ, მსახიობები ბარებში მიდიოდნენ, სვამდნენ და არიელებს შორის, ერეტიკულ იდეებს ავრცელებდნენ. ამავდროულად, გერმანული დაზვერვა საბრძოლო რაზმების მოულოდნელ გამოჩენას აფიქსირებდა იმ ადგილებში, სადაც ცოტა ხნის წინ, არაფერი იყო! ასობით ტანკი და საარტილერიო დანადგარი, ფაქტობრივად, ჰაერიდან ჩნდებოდა. ამის შემდეგ, გერმანელების არმიის გადაჯგუფება ხდებოდა, ხოლო «მოჩვენებითი არმია» ისე ქრებოდა, როგორც ჩნდებოდა... რომ ახალ ადგილზე გამოჩენილიყო.

ამ არმიის არსებობა, 1996 წლამდე, გასაიდუმლოებული იყო.



image


ყველაზე ძლიერი საარტილერიო დანადგარი, რომელიც ოდესმე გამოუგონიათ, საბჭოთა ტერიტორიაზე გამოიყენეს. მას შემქმნელის, გენერალური კონსტრუქტორის, კარლ ბეკერის პატივსაცემად, «კარლი» ერქვა. უზარმაზარ ზარბაზანს, 2, 5 ტონიანი ჭურვის, 5 კმ-ზე სროლა და 2, 5 – 3 მ. სისქის ბეტონის კედლის დანგრევა შეეძლო.



image


II მსოფლიო ომი 1945 წლის 2 სექტემბერს, ტონკინის ყურეში მდგარი, აშშ-ს გემზე – «მისურზე», იაპონიის მიერ, კაპიტულაციაზე ხელის მოწერით დასრულდა.

კაპიტულაციას წინ ტრაგიკული მოვლენები, 6 და 9 აგვისტოს, ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა უძღოდა. მესამე სამიზნე — ტოკიო იყო. თუმცა, ვიდრე ეს მოხდა, 14 აგვისტოს, იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.



image


II მსოფლიო ომის დროს, ამერიკული ჯარი RAF-16–ს ვარდისფერ თვითმფრინავებს იყენებდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს, ეს გამანადგურებელი, პრაქტიკულად, უხილავი ხდებოდა — მისი «გლამურული» ფერი ძალიან კარგად გააზრებული, სამხედრო ტაქტიკა იყო.



image


როდესაც გერმანულმა ჯარმა პარიზი დაიკავა, ადოლფ ჰიტლერმა ეიფელის კოშკის წვერზე ასვლის სურვილი გამოთქვა. მაგრამ მან, ეს ვერ შეძლო, რადგან ფრანგებმა ლიფტის სავალი ნაწილი განზრახ დააზიანეს. ფეხით ასვლაზე კი, ფიურერმა უარი თქვა.

სწორედ მაშინ გახდა პოპულარული გამონათქვამი, რომ «ჰიტლერმა საფრანგეთი დაიპყრო, მაგრამ ეიფელი — ვერა».


image

არხის სხვა სიახლეები:


* 4 იდუმალი ქვეყანა, რომელიც სამუდამოდ დაიკარგა

* 10 პრაქტიკული ვარცხნილობა, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის

* გზა რომელსაც ისინი გადიან, გრძელი, რთული და ფათერაკებით აღსავსე...



3
276
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
276
  
2023, 9 მაისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პატრიოტები ვახსენე და მაგის მეათედი ადამიანი რო ყოლოდათ აჯანყებულებს 1924 წელს,შესაძლოა დამოუკიდებლობა აღგვედგინა და თავისუფლება მოგვეპოვებინა,თუმცა ეს არ მომხდარა. მაგარი ავანტიურისტი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი,რადგან იმ ქვეყანაში,სადაც მტრის მხარეს უფრო მეტი იყო,ვიდრე წინააღმდეგი,აჯანყება წამოიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო,დამარცხდა და ემიგრაციაში წავიდა. თუ ვინმეს გონია,სხვა სიტუაცია დღეს ძალიან შემცდარა,რაც 7-8 მარტის აქციებმა გამოავლინა კარგად. მიუხედავად იმისა,ქოცების მართველობა არ არის კარგი და შეცვლას საჭიროებს,მსგავსი ქმედებები არის გაუმართლებელი და ქვეყნის ღალატი. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ გიორგი I პირით თქვა,როცა ამდენი მოღალატე ყავს ქვეყანას,ვერც მაკედონელი ვერ გაამარჯვებინებსო,ზუსტად ესადაგება დღევანდელ საქართველოს.

ჩემი აზრით,ქართველები არ უნდა ავღნიშნავდეთ ამ დღეს,რადგან არსად არ გაგვიმარჯვია და კომუნიზმი უფრო დიდი ბოროტება იყო,ვიდრე ფაშიზმი.თუ ჩემი არ გჯერათ,ბალტისპირელ მოსახელობას კითხეთ,ორივე გამოსცადეს თავის თავზე. რაც ყველაზე მთავარია,ქვეყანაში უფრო მოწიწებით არნიშნავენ 9 მაისს,ვიდრე 12 აგვისტოს. დავით აღმაშენებელმა ამ დღეს,საქართველოს გადაურჩინა სარწმუნეობა და თვითმყოფადობა,ჩვენს ისტრორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება იყო და ეს დღე სათანადოდ არ აღინიშნება,რაც ძალიან ცუდია. ისაუბრო იმაზე,რა მომავალი ელის ქვეყანას,მაშინ როცა 12 აგვისტოს ლაითად ატარებს ერი,ხოლო 9 მაისს ზარზეიმით აღნიშნავს,ეს ქვეყნის სამომამავლო პერსპექტივას კარგს არ უქადის. აღნიშნვნით,ყველამ ის აღნიშნოს,რაც უნდა და როგორც უნდა,თუმცა ქვეყნის ოფიციალური დამოკიდებულება უნდა იყოს სხვა,არ უნდა ავღნიშნავდეთ ამ დღეს და არ უნდა იყოს დასვენების დღე.
კარგია,სტატიაში ერთხელაც არ არის ნახსენები "სამამულო" ომი და ეს ძალიან კარგია. პოსტსაბჭოთა სივრცეში,ამ ომს ეძახიან "სამამულოს",რასაც მამულთან არანაირი კავშირი არ აქვს,ნუ რუსებისთვის კი. ჩვენ ჩვენს თავზე ვთქვათ,ოფიციალურად,ოთხი წლის მანძილზე,საქართველოდან გაწვეული იქნა 700000 ადამიანი,საიდანაც დაღუპულათ ან დაკარგულად ითვლება 300000 ადამიანი. საშუალოდ რო გამოვიყვანოთ,175 000 ადამიანის გაწვევა ხდებოდა ფრონტზე,ხოლო 75000 იღუპებოდა. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? გმირები? ბელადის ფანატიკოსები თუ მსხვერპლები? გმირები ნამდვილად არ იყვნენ,მეორე ვარიანტი უფრო იყო,ფანატიკოსები და მსხვერპლები იყვნენ რეჟიმის. ბევრი ადამიანი იძულებით იქნებდა გაწვეული,რაც საზარბაზნე ხორცად აქცევდათ მათ,რაც მსხვერპლობას ნიშნავს,ხოლო ზოგი ნებით მიდიოდა,რაც ფანატიკოსობა არის. როგორც მოგეხსენებათ,საქართველო ოკუპირებული იქნა საბჭოთა რუსეთის მიერ,შემდეგში იძულებით გაწევრიანებული სსრკში.გამომდინარე იქედან,რომ საბჭოთა რუსეთი იყო ჩვენი მტერი და არა მამული ან მოყვარე,მათ მხარეზე ნებისმიერი სახის ბრძოლა ღალატის ტოლფასი უფრო არის,ვიდრე თავდადება ან გმირობა. თუ საქართველოში პატრიოტები არსებობდნენ,მაშინ ჰიტლერის მხარეს უფრო უნდა ებრძოლათ,ისინი ნამდვილად იქნებოდნენ გმირები. მიუხედავად იმისა,რომ ჰიტლერი იყო ბოროტება,მაინც გმირები იქნებოდნენ,რადგან ჩვენი მტრის მტერის მხარეს იბრძოდნენ.
0 1 3