სხვა გერმანიაში თაღლითმა ლგბტ პირად გაასაღა თავი და გვარიანად იხეირა 2023, 8 მაისი, 16:10 გსურთ მიიღოთ ფული SMS-ის და რეგისტრაციის გარეშე? თავი მოაჩვენე ვითომ ლგბტ პირი ხარ და გვარიანად იხეირებ. ასეთი ეშმაკური გეგმა ვინმე 32 წლის საბრი ე-მ (Sabri E)მოიგონა, წერს kanzlerdaddy "ტელეგრამის" არხზე. თაღლითმა ისარგებლა, იმით, რომ დასავლეთი ლგბტ პირების მიმართ ლოიალურ/ტოლერანტულია და გადაწყვიტა ნათელი მომავალი შეექმნა.თუმცა იმდენად გაერთო, რომ დაკარგა ზომიერების გრძნობა, ამიტომ თაღლითურმა სქემამ დიდხანს ვერ იმუშავა. სქემა იყო სამარცხვინოდ მარტივი. თაღლითი იპარავდა პირადობებს, შედიოდა ადგილობრივ მუნიციპალურ მომსახურების სერვის-ცენტრებში (Bürgeramt), ამბობდა, რომ ტრანსგენდერია (სინამდვილეში იტყუებოდა) და ახალი დროებითი პირადობის მოწმობის აღებას ითხოვდა. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მას აძლევდნენ საბუთს. შემდეგ კი იყო სრულფასოვანი გრიალი. ძვირადღირებული ცხოვრება მოიცავდა სესხებს, შოპინგს ბუტიკებში, ნაღდი ფულის გატანას. ზოგადად აიწყო ცხოვრება. საერთო ჯამში, ამ ისტორიის გმირმა მოახერხა რამდენიმე ალტერ ეგო საბუთის აღება, იტყობინება Berliner-Zeitung-ი. ალბათ, იკითხავთ, როგორ მოახერხა ყველაფერი ასე მარტივად? იმის გამო, რომ Bürgeramt-ის თანამშრომლებს უბრალოდ ეშინოდათ "ტრანსგენდერისთვის" უარის თქმა, რადგან შესაძლოა ატეხილიყო სკანდალი, ხოლო „დისკრიმინაციისთვის“ შესაძლოა სამსახურიც დაეკარგათ. მერე რა მოხდა, თუ მოპარულ დოკუმენტების ფოტო განსხვავებულია? მან ხომ თქვა, რომ ის ტრანსგენდერია!და ისიც მის წისქვილზე ასხამდა წყალს, რომ არცერთი მსხვერპლი არ ეძებდა დაკარგულ პირადობის მოწმობას. მოკლედ "ხუთიანი" თაღლითს გამჭრიახი გონებისთვის, თუმცა საბოლოოდ მაინც გაება. 136 3-ს მოსწონს
|