x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
საბჭოთა "ელექტრიჩკების" ისტორია
image

ელექტრო მატარებელი არის არაავტონომიური მოტორიანი სავაგონო მოძრავი შემადგენლობა, რომელიც ენერგიას იღებს, როგორც წესი, გარე საკონტაქტო ქსელიდან. მოტორიანი ვაგონი ნიშნავს, რომ მოძრავ შემადგენლობას მართავს არა ერთი ლოკომოტივი, (ელმავალი) როგორც ეს სამგზავრო მატარებლების შემთხვევაშია, არამედ თავად ვაგონები, რომლებიც აღჭურვილია ელექტროძრავებით. ამ დიზაინის მახასიათებლის წყალობით, სხვა ტიპის მოძრავი შემადგენლობისგან განსხვავებით, ელექტრო მატარებლებს შეუძლიათ სწრაფად აკრიფონ და სწრაფადვე შეანელონ სისწრაფე, სადგურებს შორის მოკლე მანძილზე და ელექტრომატარებლების განრიგებში, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, გაჩერებები საკმაოდ ხშირად, დაახლოებით ყოველ 2-3 კილომეტრში უწევთ.



პირველი ელექტრო მატარებელი გამოიგონა გერმანელმა მეცნიერმა და ინჟინერმა ვერნერ სიმენსმა და მსოფლიოს წარუდგინა 1879 წლის 31 მაისს სამეცნიერო- ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთ გამოფენაზე, რომელიც გაიმართა ბერლინში.


ორი წლის შემდეგ, პირველმა სამგზავრო ელექტრომატარებელმა. ბერლინი-ლიხტერფელდის ის მონაკვეთზე დაიწყო მოძრაობა.(ფოტოზე)


image


ელექტრომატარებლები სსრკ-ში მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ გამჩნდა. 1926 წელს ბაქო-საბუნჩი-სურახანის მარშრუტზე პირველი საბჭოთა ელექტრომატარებელი გავიდა. ეს ხაზი ელექტრიფიცირებული იყო 1200 ვოლტი მუდმივი დენით, ხოლო თავად ელექტრომატარებლები დაპროექტდა და დამზადდა "მიტიშჩისკის მანქანათმშენებელ ქარხანაში", რომელსაც ახლა სს "მერტოვაგონმაში" ჰქვია და არის რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი საწარმო, რომელიც მუშაობს სატრანსპორტის სფეროში.


სამი წლის შემდეგ, 1929 წლის 3 აგვისტოს, გაიხსნა ელექტრომატარებლების საცდელი რეისი მოსკოვი-მიტიშჩის ხაზზე.(ფოტოზე) მოძრაობის ამ მონაკვეთზე გამოიყენეს C სერიის მუდმივ დენზე(1500 ვ.) მომუშავე ელექტრო მატარებლები, რომლებიც იკვებება პირდაპიდენით 1500 ვ ძაბვით. სერიის სახელი C (Север-ჩრდილოეთი) მიუთითებდა რომ ეს ელექტრომატარებლები შეიქმნა ჩრდილოეთს რკინიგზაზე სამუშაოდ, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ისინი მშვენივრად მოერგნენ უზარმაზარი იმპერიის ყველა კუთხეს.

image

დროთა განმავლობაში რკინიგზის როგორც საგარეუბნო, ისე საქალაქთაშორისო მონაკვეთების ბევრი ნაწილი გადავიდა მრავალერთეულ მოძრავ შემადგენლობაში. 1945 წლისთვის მომაკვვეთებსი რაოდენობა, რომლებზეც ელექტრომატარებლები მოძრაობდნენ 50-ს აჭარბებდა.


1950-იანი წლებისთვის, თითქმის აღარ დარცა ელექტრომატარებელი, რომლებიც 1500 ვოლტზე მუშაობდა, ყველა მათგანი გადაყვანილი იყო 3000 ვ. ძაბვაზე.

image


ძირითადად, ელექტრომატარებლები შედგებოდა სამი ვაგონისაგან, სადაც ორი სათავე ვაგონი იყო მისაბმელი, შუა კი ძრავიანი, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო.



ელექტრომატარებლები სხვადასხვა ფორმულის მიხედვით ყალიბდებოდა. მაგალითად ექვსვაგონიანი, ასევე ცხრა ვაგონიანი მატარებლები.



გავიდა დრო და C სერიის ელექტრო მატარებლები შეიცვალა "რიგის ვაგონმშენებელი ქარხნის "RVR-ის მიერ წარმოებული ახალი ER1 და ER7 სერიის მოდლებით, რომლებიც განკუთვნილი იყო მუდმივ და ცვლად დენზე სამუშაოდ/ მალე ეს მოდელები შეიცვალა უფრო მოწინავე ER2 და ER9-ით.


ER სერიის ელექტრომატარებლები ფუნდამენტურად განსხვავდებოდა C სერიისგან იმით, რომ ის შედგებოდა ორი გადამბული ვაგონისგან- (მისამბელი+მოტორია)

image

1960-იან და 1970-იან წლებში გამოჩნდაRVR-ის დაგრძელებული ახალი სამ ვაგონიანი ელექტრო მატარებლები სამი შესასვლელი კარით თითო ვაგონზე.


ამავდროულად, 1973 წელს რიგის ქარხანამ მსოფლიოს წარუდგინა პირველი საბჭოთა მაღალსიჩქარიანი ელექტრომატარებელი ER200, რომლის სიჩქარე 200 კმ/სთ იყო. . ეს მოდელი გახდა გახდა ნამდვილი საინჟინრო გარღვევა.სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ელექტრომატარებლების წარმოება რიგიდან გადავიდა დემიხოვოსა და ტორჟოკის ქარხნებში.ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...

image




ფოტოებზე: ბორჯომის ვაგზალი, საიდანაც "ელექტრიჩკები" გადიოდნენ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და კადრი ფილმიდან "ჩიორა", როდესაც მარი ელქტრიჩკიდან ჩამოდის ბორჯომის ვაგზალზე.

image

image


image

ასევე დაგაინტერესებთ


ლატვია საბოლოოდ გამოემშვიდობა ლეგენდარულ ქარხანას, რომელმაც 125 წელი იარსება- ამ დღეებში საბჭოთა პერიოდის დროინდელი უკანასკნელი

საწარმო ლატვიაში- რიგის ვაგონმშენებელი ქარხანა ანუ RVR - საბოლოოდ გაკოტრდა. RVR დაარსდა 1895 წელს, როგორც phoenix სააქციო საზოგადოება. ეს იყო საუკეთესო ვაგონების ქარხანა რუსეთის იმპერიაში....




როგორც ცნობილია თბილისის მეტროპოლიტენს სულ მალე კიდევ ერთი, 23-ე სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი"შეემატება. მისი მშენებლობა 2015 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება.მოდით ამ სასიამოვნო სიახლესთან ერთად გადავხედოთ ამ სწრაფი, მოხერხებული და იაფი ტრანსპორტის ისტორიას და ზოგიერთი საინტერესო ფაქტიც მოგაწოდოთ. მთელს მსოფლიოში დაახლოებით 200...



წყალქვეშა ფრთიანი კატარღა "კოლხიდას" წარმოება 1981 წლიდან დაიწყო ფოთის გემთმშენებელ ქარხანაში. მან შეცვალა პირველი თაობის კატერი "კომეტა", რომელიც 1962 წლიდან მზადდებოდა. ქუთაისური სატვირთო ავტომობილ "კოლხიდასგან" განსხვავებით, რომლებზეც ანეკდოტები დადიოდა, ამ კატარღაზე ნამდვილი ლეგენდები ითხზვებოდა. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა იყო, თუ როგ...



სსრკ-ში უყვარდათ ექსპერიმენტები და ცდილობდნენ უჩვეულო, არასტანდარტული გადაწყვეტილებების პრაქტიკაში გადაწყვეტას, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც. ინჟინრები მუდმივად ცდილობდნენ საზოგადოების გაოცებას. რა თქმა უნდა, ყოველთვის იყვნენ ინჟინერ-კონსტრუქტორები, რომლებიც არასტანდარტულ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ავალებდნენ ემუშავათ მომავლის ტექ...


2010 წლის 7 სექტემბერს ციმბირის ცაზე მფარველი ანგელოზების რაოდენობამ ყველა მაჩვენებელს გადააჭარბა და ყველა აღმსარებლობის, რელიგიისა და ეროვნების ღმერთი სოფელ იჟმაში შეიკრიბა. სასწაული და იღბლიანი დამთხვევა. ბედნიერი ეკიპაჟი და 72 მგზავრი. ავიაციის ისტორიაში ეს საგანგებო სიტუაცია, მაგრამ არა კატასტროფა, ისტორიაში შევა, როგო...

0
322
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0