x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
" კოლხიდა"-ლეგენდარული წყალქვეშა ფრთიანი კატარღა

image

წყალქვეშა ფრთიანი კატარღა "კოლხიდას" წარმოება 1981 წლიდან დაიწყო ფოთის გემთმშენებელ ქარხანაში. მან შეცვალა პირველი თაობის კატერი "კომეტა", რომელიც 1962 წლიდან მზადდებოდა.


ქუთაისური სატვირთო ავტომობილ "კოლხიდასგან" განსხვავებით, რომლებზეც ანეკდოტები დადიოდა, ამ კატარღაზე ნამდვილი ლეგენდები ითხზვებოდა.


ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა იყო, თუ როგორ დაარტყა წრე "კოლხიდამ" მის ამერიკულ ანალოგს და ხელმეორედ გაასწრო.



სულ 40 ეგზემპლიარი დამზადდა.

მისი ანალოგი "კომეტასგან" განსხვავებით "კოლხიდა" ბევრად გაუმჯობესებული და სრულყოფილი იყო.მაგალითად ხომალდის კორპუსი არგონ რკალური და კონტაქტური მიდუღებით იყო შეკრული, მთავარი გემბანის ქვეშ სიგრძეზე 9 ნაკვეთური დაყოფილი იყო წყალგაუმტარი ტიხრებით, რომელი კატერის ჩაძირვას გამორიცხავდა ნებისმიერ ორი ნაკვეთურის გავსების შემთხვევაში.კიჩოზე სალონს არ გააჩნდა საქარე მინები.კატერს ჰქონდა სპეციალური საცავი ბაგაჟისთვის.

image

ხომალდი 120 მგზავრს იტევდა, ეკიპაჟი 5 წევრისგან შედგებოდა, ჰქონდა 2 დიზელის ძრავა თითო 960ც/ძ.მაქსიმალური სიჩქარე 34 კვანძი.სიგრძე 34.5 მეტრი, სიგანე 10.3 მეტრი. ხომალდი დადიოდა შავი ზღვის, ბელომორსკ-ონეჟსკის, მდ.ნევის, ლადოგის ტბის ხაზებზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხომალდების უმეტესობა გაყიდეს, ზოგი ჯართად იქნა დაჭრილი ან რესტორნად გადაკეთდა.(მაგალითად კაფე "გლორია'' ვლადივოსტოკში.)


დღეს-დღეობით "კოლხიდას" რამდენიმე ეგზემპლიარს საზღვარგარეთ იხილავთ.იტალიაში-ტირენიის ზღვაზე, (კომპანია volaviamare.), საბერძნეთში, ეგეოსისა და იონის ზღვაში, (კომპანია hellenic seaways და სხვა.)ტაილანდში, აგრეთვე ხომალდები ტურისტული მარშრუტებით დადიან პოლონეთში, ხორვატიაში, ესპანეთში, ტანზანიაში და ვიეტნამში.


1988 წელს ფოთში დამზადდა ხომალდის გაუმჯობესებული ვარიანტი "ალბატროსი", თუმცა ამ ხომალდის მხოლოდ ერთი ეგზემპლიარის გამოშვება მოესწრო.იგი გაყიდული იქნა და ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში დაცურავს რეისით კვიპროსი-ლიბანი.(მას flying star ჰქვია.)

image



0
556
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0