სხვა ეს საინტერესოა - რატომ ეფარებიან ამერიკელი პოლიციელები ავტომობილის კარს, თუ ის ტყვიისგან ვერ დაიცავს? 2022, 14 დეკემბერი, 14:26 ![]() რეალურად ნამდვილი პოლიციელები ზუსტად იგივეს აკეთებენ საჭიროების შემთხვევაში. უბრალოდ ჩნდება კითხვა: რატომ? მანქანის კარი ხომ საკმაოდ თხელი ლითონისგან არის დამზადებული და ვერ შეაჩერებს არა თუ შაშხანიდან ან თოფიდან.არამედ პისტოლეტიდან ნასაროლ ტყვიასაც კი, სინამდვილეში კი ყველაფერი მართლაც მანქანაზეა დამოკიდებული...უფრო სწორად ერთ დეტალზე, რომელიც ბევრმა არ იცის. ჩვეულებრივი მანქანის კარი ნამდვილად ვერ დაიცავს ადამიანს ტყვიისგან.... არა თუ კარი, 9 მმ-იანი პისტოლეტი მანქანას ერთი მხრიდან რომ ესროლოთ, მეორე მხარეს გახვრეტს და გაიტანს. საქმე იმაშია.რომ შეერთებულ შტატებში პოლიციის ყველა მანქანა არ არის "ჩვეულებრივი". დღეს უმეტესობა საპატრულო პოლიციის ავტომობილების კარებში ერთი ან მეტი ბალისტიკური პლატინის ფირფიტაა ჩაყენებული . როგორც წესი, ისინი მიეკუთვნებიან დაცვის II კლასს და უძლებენ გასროლას 7, 62 მმ კალიბრის იარაღიდან. ![]() ![]() 1758 4-ს მოსწონს
|