სხვა 20 საინტერესო ფაქტი მეტროპოლიტენის შესახებ 2017, 29 აპრილი, 16:32 როგორც ცნობილია თბილისის მეტროპოლიტენს სულ მალე კიდევ ერთი, 23-ე სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი"შეემატება. მისი მშენებლობა 2015 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება.მოდით ამ სასიამოვნო სიახლესთან ერთად გადავხედოთ ამ სწრაფი, მოხერხებული და იაფი ტრანსპორტის ისტორიას და ზოგიერთი საინტერესო ფაქტიც მოგაწოდოთ. მთელს მსოფლიოში დაახლოებით 200 მეტროპოლიტენი ფუნქციონირებს. 1)მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენი ლონდონში გაიხსნა 1863 წლის 10 იანვარს, მას ერქვა "Metropolitan line" და პირველი 7 წელი გამწევ ძალას ცხენები წარმოადგენდნენ. 2)ყველაზე მოკლე ხაზი ისრაელშია, ხაიფაში, 6 სადგურის სიგრძე სულ რაღაც 2 კილომეტრია. 3)ყველაზე გრძელი ხაზი მოსკოვშია, სერპუხოვო-ტიმირიაზევსკის ხაზი, მისი სიგრძე 41, 2 კილომეტრია 4)ყველაზე დიდი მეტროპოლიტენი ნიუ-იორკშია. საერთო მიწისქვეშა და მიწისზედა მონაკვეთებით, მოსაცდელებით, -ჯამში 1355 კილომეტრს შეადგენს. 5)ყველაზე გრძელი მიწისქვეშა ხაზი ლონდონშია, მისი საერთო სიგრძე 408 კილომეტრია.აქვე დავძენთ, რომ ლონდონის მეტრო ყველაზე ძვირია მსოფლიოში. 6)ყველაზე იაფი მეტრო ჩრდილოეთ კორეაშია, მგზავრობა 3 ამერიკული ცენტის ექვივალენტი ღირს. 7)ყველაზე ღრმა სადგური კიევშია, სადგური"არსენალნაია", მისი სიღრმე 105, 3 მეტრია. 8)ყველაზე ლამაზად ზოგს სტოკჰოლმის, ზოგს მოსკოვის, ზოგს ლონდონის მეტრო მიაჩნია, თუმცა უმეტესობა ათენის მეტროს აძლევს უპირატესობას. 9) მეტროპოლიტენის მშენებლობა ყველაზე ძვირი თეირანში დაჯდა, - 1 მილიარდზე მეტი. 10)ყველაზე ახალგაზრდა ალმა-ატას მეტროა, იგი 2011 წლის 1 დეკემბერს გაიხსნა. 11)სულ ორი მეტროპოლიტენია აფრიკის კონტინენტზე-ტუნისში და ქაიროში. 12)ყველაზე გადატვირთული სადგური ტოკიოშია-"სინდზიუკუ", დღე-ღამეში 2 მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. 13)ყველაზე დიდი სადგური დუბაიშია, - "უნიონ-სკვერი", მისი საერთო ფართობი 20 ათასი კვ. მეტრია. 14)ყოველი მე-20 თვითმკვლელობა მეტროში ხდება. 15) ესკალატორების დახრის კუთხე მთელს მსოფლიოში 30 გრადუსია. 16) 150 ბავშვი დაიბადა მოსკოვის მეტროპოლიტენში მოსკოვის დაბომბვის დროს 1941-1942 წლებში 17)მთელი მსოფლიოს მეტროპოლიტენების ხაზების სიგრძე 10 000 კილომეტრს აჭარბებს, რაც ჩრდილოეთ პოლუსიდან ეკვატორამდე მანძილს უდრის. 18)ბარსელონას მეტროს მე-9/10 ხაზზე გვირაბის დიამეტრი 12 მეტრია, იმიტომ რომ იქ მსოფლიოში ერთადერთი ორიარუსიანი ხაზია. 19)მსოფლიოში მეტროს 30 ხაზი მემანქანის გარეშე მუშაობს. 20)თბილისის მეტროს წელიწადში დაახლოებით 105 მილიონი მგზავრი გადაჰყავს, ხოლო მთლიანად მსოფლიოში მეტროთი ერთ დღეში 150 მილიონი მგზავრი სარგებლობს, რაც 34-ჯერ აღემატება ავიამგზავრებს. 499 6-ს მოსწონს 1-ს არა
|