x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გზა რომელსაც ისინი გადიან, გრძელი, რთული და ფათერაკებით აღსავსე...

ცხოველთა სამყაროს დიდი, თუ პატარა წარმომადგენელი იძულებულია, საკვების, უკეთესი კლიმატური პირობების, თუ გამრავლებისთვის, შესაფერისი ადგილის მოსაძებნად, რთული და დამქანცველი გზა გაიაროს. ასეთი მიგრაციები, ძალიან ხშირი და მნიშვნელოვანი მოვლენაა, მთელი რიგი ცხოველების და ფრინველთა წარმომადგენლების ცხოვრებაში.
ჩვენი რეგიონისთვის ყველაზე დამახასიათებელი, ფრინველთა მიგრაციებია. მაგრამ, პლანეტის მასშტაბით, ამ მხრივ, ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. მიგრაციებში, არა მარტო ცხოველები და ფრინველები, არამედ თევზები და პეპლებიც კი მონაწილეობენ.

გზა რომელსაც ისინი გადიან, გრძელი, რთული და ფათერაკებით აღსავსეა. მაგ., პოლარული მეჭვაია (ლათ. Sterna paradisaea) — რეკორდსმენია შორეულ დისტანციებზე ფრენაში. ის ატლანტიკის ოკეანეს წელიწადში ორჯერ კვეთს და ძირითადად, ჩრდილო და სამხ. ამერიკის სანაპირო ხაზის გასწვრივ დაფრინავს. 2015 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთმა, ამ ფრინველთაგანმა, 96 000 კმ დაფარა. რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების მანძილზე, მას შეუძლია მთვარეზე 4-ჯერ ჩაფრინდეს და უკან დაბრუნდეს.


ფრინველებისგან განსხვავებით, ცხოველები ასე შორს არ მიდიან. მაგრამ, არც მათი გზა არის მარტივად გადასალახი — ყველაზე რთული, ამ გზაზე, მდინარის გადალახვაა, რადგან იქ ჩასაფრებული ნიანგები, მათ დასახვედრად, ყოველთვის მზად არიან.


imageimage


მტაცებლები, თუ ვერაფერს მოინადირებენ, შეუძლიათ პანიკა დათესონ, მიგრაციაში მონაწილე ცხოველებს შორის.


image


ამიტომ, ორგანიზებულობა და სიმშვიდე — წარმატებული მიგრაციის მნიშვნელოვანი ასპექტებია.


image


ეს ანტილოპების მიგრაციაა და წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა არის.image


მილიონობით ანტილოპას და სხვა ცხოველების მასობრივი გადაადგილება, საკვების უკმარისობით არის გამოწვეული. ყოველ წელს ისინი, დაახლოებით, 2800 კმ-ს გადიან.image


აგვისტოს შუა პერიოდიდან — ნოემბრის დასაწყისამდე, ღამურებიც მიდიან უკეთესი პირობების საძებნელად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელფრთიანები ძალიან სასარგებლო ცხოველები არიან — ერთ მწერების მჭამელ მფრინავ თაგვს, მხოლოდ 1 სთ-ში, 200-მდე კოღოს განადგურება შეუძლია.image


დიდი მიგრაციების პერიოდში, ტურისტებს შორის, პოპულარობით სარგებლობს გასეირნება საჰაერო ბუშტით, რომლის მოძრაობის მარშრუტი, ცხოველების მიგრაციის მარშრუტს ემთხვევა.image


სკაროსების მიგრაციაა — ულამაზესი სანახაობა ბუნებაში.image

კანადური ორაგულები კი წრეზე "დადიან". პატარები, ქვირითობის ადგილიდან (მდ. ადამსი) მდინარეების ტომპსონის და ფრეიზერის გავლით, ოკეანეში გადადიან. ხოლო სამი წლის შემდეგ, ალასკის ნაპირებიდან იღებენ სტარტს და გასამრავლებლად, ისევ მდ. ადამსში ბრუნდებიან.image


მონარქი — ყველაზე საოცარი და ლამაზი პეპელაა, სახეობებს შორის. მიგრაციის პერიოდში, ასეთი პეპლები 2000-დან – 4000 კმ-ს ფარავენ.image


უნიკალურ ბუნებრივი მოვლენაზე შეიძლება დაკვირვება შობის კუნძულზე (ავსტრალია). ყოველწლიურად, ნოემბერ-დეკემბერში, მილიონობით წითელი კიბორჩხალა, კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ტროპიკული ტყეებიდან, გასამრავლებლად, ინდოეთის ოკეანისკენ გადაადგილდება. მიგრაციის დაწყება მთვარის ფაზაზე და ამინდზეა დამოკიდებული. როგორც კი წვიმების სეზონი იწყება, გზები, ბილიკები, მიწისქვეშა გასასვლელები და ოკეანის სანაპიროები, ცოცხალ ტალღებს ემსგავსება. პროცესი, საშუალოდ, 18 დღე გრძელდება — სწორედ ეს დრო არის საჭირო, რომ წითელმა კიბორჩხალამ დანიშნულების ადგილამდე ჩააღწიოს.image


ვარხვების ზოგიერთ სახეობას, სეზონური მიგრაციების დროს, შეუძლია საკმაოდ დიდ მანძილზე იფრინოს. ამასთან, გადაფრენის დროს, ისინი ერთ ან რამდენიმე ირიბ ხაზად ეწყობიან, რომელშიც ყოველი მომდევნო ფრინველი, წინას ჰბაძავს და ამიტომ, გუნდში ფრთების მოძრაობა ყოველთვის სინქრონიზებულია.image


თევზი-ჩაქუჩი ყველა ოკეანის ტროპიკულ წყლებში ბინადრობს, მაგრამ წლის ცხელ პერიოდებში, უფრო მაღალი განედებისკენ ინაცვლებენ, სადაც წყალი შედარებით გრილია.image


ზამთარში პინგვინები, საკვების მოსაპოვებლად, ასობით კილომეტრზე ცურავენ.image


სპილოების მიგრაცია ივნისში, მშრალი სეზონის დაწყებისთანავე იწყება. ისინი, ხშირ შემთხვევაში, ერთ ხაზზე მწკრივდებიან და კოლონას ყველაზე ჭკვიანი და გამოცდილი ძუ სპილო უძღვება.image


ჩრდილოეთის ირმები კი, მიგრაციის დროს, სეზონზე, 3 000-მდე კმ-ს გადიან.image


ეს იმ ცხოველების და ფრინველების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ყოველწლიურად, სეზონურ მიგრაციებში მონაწილეობენ. ამგვარ პროცესებში ჩართულები არიან პატარა ზომის თევზები და ფაუნის უმარტივესი წარმომადგენლები, რომლებიც საკვებს დიდი ზომის თევზებისთვის და წყლის ძუძუმწოვრებისთვის წარმოადგენენ. ამიტომ, ეს უკანასკნელნიც იქით მიდიან, სადაც "საკვები" მიდის.

image

არხის სხვა სიახლეები:


* წარმოუდგენელი ამბავი მაღაროელებსა და გმირ ვირთხაზე

* პიკის საათი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში

* რეალური, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი ფაქტები



0
350
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0