x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რეალური, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი ფაქტები

ხან ისეც ხდება, რომ ტყუილი სიმართლეს ჰგავს. ხოლო, სიმართლე იმდენად დაუჯერებელი შეიძლება იყოს, რომ ბევრს ტყუილი ჰგონია...

მაგ., ბავშვობიდან გვესმის და სკოლაშიც გვასწავლეს რომ ტყე, განსაკუთრებით კი ტროპიკული ტყეები, დედამიწის «ფილტვებს» წარმოადგენს და რომ არა მცენარეები, დედამიწაზე ჟანგბადი გამოილეოდა. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ მაგ., ქარი იმიტომ დგება, რომ ხეები ირხევა... სინამდვილეში, ის რომ პლანეტაზე საკმარისი რაოდენობის ჟანგბადია და არასდროს ილევა, ოკეანეში არსებული ფიტოპლანქტონის და ციანობაქტერიების დამსახურებაა. სხვადასხვა შეფასებით, მსოფლიო ოკეანე ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 50-80% აწარმოებენ. გაგრძელება >>>

აქ კი, რეალურ ფაქტებს გთავაზობთ, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია:


1. ანტარქტიკა – უდაბნოა, რადგან ნალექის წლიური რაოდენობა იქ 200 მმ-ზე ნაკლებია.


2. ის დრო, როდესაც ცივილიზაცია წყლის აუზების სიახლოვეს ვითარდებოდა, წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ეგვიპტის მოსახლეობის 95% ისევ ნილოსის მახლობლად, 20 კმ-ს რადიუსში ცხოვრობს.image


3. წარმოუდგენელია, მაგრამ დედამიწაზე საკვები პროდუქტების მესამედის არსებობის გარანტი ფუტკრები არიან. იმისთვის, რომ ხემ ნაყოფი გამოისხას, ყვავილის დამტვერვაა საჭირო, რასაც დედამიწაზე ყველაზე სასარგებლო და აქტიური მწერები აკეთებენ!


4. იხვნისკარტა – ყველა თვალსაზრისით უნიკალური ცხოველია. ის კვერცხით მრავლდება, მაგრამ ამავდროულად, ძუძუმწოვარაც არის. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ცხოველს დვრილები არ გააჩნია და რძე ოფლის ჯირკვლებიდან გამოეყოფა. ხოლო, პატარა იხვნისკარტა დედის მუცელს ლოკავს და ასე იკვებება. გარდა ამისა, ეს ცხოველები შხამიანებიც არიან. მაგრამ, მათი შხამი ადამიანისთვის არც ისე სახიფათოა.


5. ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების იმპერიის შექმნამდე, თითქმის, 300 წლით ადრე დაარსდა.image


6. შრომის ნაყოფიერება (+ – 60%) სამუშაოს დაწყების დროზეა დამოკიდებული. ხოლო, სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე არაპროდუქტიულია – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები.


7. სოკოს დნმ-ი ადამიანის დენ-თან უფრო ახლოს არის, ვიდრე მცენარის დნმ-თან.


8. პირველი ფაქსი, ტელეფონის გამოგონებამდე, 10 წლით ადრე შეიქმნა. სინამდვილეში, ის ბევრად უფრო ადრე არსებობდა, მაგრამ პირველი აპარატები რომლიც პარიზი — ლონდონის ხაზს ემსახურებოდა, მხოლოდ 1865 წელს ამუშავდა. იმ დროს ამ მოწყობილობას «პანტელეგრაფი» ერქვა და მას ტექსტის გამოსახულების გადაცემა 500 კმ-ის რადიუსის ფარგლებში შეეძლო.image


9. ამერიკელი ექიმები გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ახალშობილებს ოპერაციას ნარკოზის გარეშე უკეთებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი ტკივილს ვერ გრძნობდნენ. 1954 წლიდან – 1983 წლამდე ახალშობილებს, რომლებსაც ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდათ, ნარკოზის სახით, მხოლოდ კუნთის რელაქსს აძლევდნენ და ეს 1987 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე არ აღმოაჩინეს, რომ ტკივილს გრძნობა პატარებსაც ჰქონდათ.


10. ლონდონში მეტროს მშენებლობა 1860 წლის თებერვალში დაიწყო. იმ დროს რუსეთში და აშშ-ს 11 შტატში ჯერ კიდევ ბატონყმობა არსებობდა.


11. საფრანგეთში კანონი არსებობს, სიკვდილის შემდგომ ქორწინების შესახებ. რომლის მიხედვით, ცოცხალ და გარდაცვლილ ადამიანებს შორის ქორწინება დაშვებულია (მსგავსი კანონი კიდევ ორ ქვეყანაში – ჩინეთში და სუდანშიც არსებობს). ХХ საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ამ ქვეყანაში, ასობით ასეთი ქორწინებაა გაფორმებული.image


12. იმის ალბათობა, რომ ჭიქა წყლის რომელიმე მოლეკულა, წარსულში დინოზავრის სხეულში იყო – 100%-ის ტოლია.


13. დედამიწაზე თითის ანაბეჭდები მხოლოდ ადამიანებს და კოალებს აქვთ და მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელია.


14. Lego – საბურავების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში. 1962 წლიდან დღემდე, მას უკვე 381 მილიონზე მეტი საბურავი აქვს გამოშვებული. მაგრამ, ერთი ნიუანსი არსებობს: Lego პატარა ზომის საბურავებს აწარმოებს, კონსტრუქტორის ავტომობილებისთვის და სატვირთო მანქანებისთვის.image


15. ლურჯ ვეშაპს იმდენად პატარა საყლაპავი მილი აქვს, რომ პლანქტონით და პატარა ზომის თევზებით იკვებება, რომლის ზომა 6 სმ-ს არ აღემატება.


16. ბაქტერიების რაოდენობა ჩვენს ორგანიზმზე 10 ჯერ მეტია, ვიდრე იმ უჯრედების რაოდენობა (დაახლოებით, 100 ტრილიონი), რომლისგანაც ის შედგება.


17. ფილიპინების კ. ლუსონზე ტ. ტალა მდებარეობს, მასში, თავის მხრივ, ვულკანური კუნძულია (Volcano Island), რომლის ცენტრში, ვულკანის მთავარ კრატერში, ტბა არის და ამ ტბაში კიდევ ერთი ვულკანური კუნძული – პოინტია ამოზრდილი.image


18. ავსტრალიაში პირველი პოლიციური რაზმი სანიმუშო დამნაშავეებისგან იყო დაკომპლექტებული.


19. მზის სისტემის ორ პლანეტაზე, იუპიტერზე და სატურნზე ალმასის წვიმა მოდის.


20. შვეიცარიის კანონის მიხედვით, თუ სახლში ზღვის გოჭის ყოლის სურვილი აქვს ვინმეს, მინიმუმ, 2 მაინც უნდა შეიძინოს, რადგან ზღვის გოჭი სოციალური ცხოველია და ის, მარტო ყოფნის შემთხვევაში, თავს ძალიან უბედურად გრძნობს. ამიტომ, მხოლოდ 1 ცალის ყოლა, ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობად ითვლება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VII ნაწილი)

* სარწმუნოებისთვის წამებულები 2 საუკუნის შემდეგ გაცოცხლდნენ... და ამის მოწმე მთელი ქალაქი იყო

* საოცარი რეინკარნაცია: ინგლისელმა გაიხსენა, როგორ მუშაობდა ტაძრის მცველად 2000 წლის წინ


0
618
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0