სხვა "ნინო დედამისთან ერთად მუხიანის ბინაში ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამ ბავშვებს ამერიკაში ყიდდნენ" - თამუნა მუსერიძე 2023, 6 მაისი, 18:21
"დღეს დილით ჯგუფს ვეძებ (vedzeb) 2003 წელს ამერიკაში გაყიდული ქართველი გოგონა დაუკავშირდა. ეს გოგონა ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. ოჯახი ვიპოვეთ და ეხლა ამ ქალბატონს ვეძებთ.
ფოტოზე აღბეჭდილია ნინო მგალობლიშვილი. წლების განმავლობაში ქალბატონი ნინო დედამისთან ერთად მუხიანის ბინაში ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამ ბავშვებს ამერიკაში ყიდდნენ. თუ ვინმე იცნობთ ამ ქალბატონს, ძალიან გთხოვთ დამაკავშირეთ"-წერს თამუნა მუსერიძე.
ამის გარდა თამუნა მუსერიძე ჯგუფში "ვეძებ" აზიარებს ვიდეოს და აღნიშნავს, რომ გლდანში მდებარე ამ კორპუსიდან ყიდდნენ მეხუთე სამშობიაროდან მოპარული ჩვილებს: "თუ ომია, ომი იყოს. გლდანის მეშვიდე მიკროდან მერვეში რომ გადადიხარ, დგას ეს კორპუსი. ამ კორპუსიდან იყიდებოდნენ მეხუთე სამშობიაროდან მოპარული ჩვილები. თუ აქ მაცხოვრებლები ხართ ჯგუფში, აუცილებლად შეგვეხმიანეთ"... 69 4-ს მოსწონს
|