x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცს ეძინა, მაშველები კი მთელი ღამე ეძებდნენ წყალში დამხრჩვალს (ვიდეო)
image

აღმოსავლეთ ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში ერთი მამაკაცი საღამოს მეგობრებთან ერთად ბარში კარგა გვარიანად გამოთვრა, იმ დონეზე, რომ ფეხზე ძლივს იგდა.



მამაკაცი ბარბაცით სახლში გაეშურა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ სამაშველო სამსახურში შევიდა შეატყობინება რომ მამაკაცი ხიდიდან მდინარეში გადავარდა.


მთელი ღამე მაშველები და მოხალისეები უშედეგოდ ეძებდნენ მდინარეში და მის გასწვრივ ნაპირზე დამხრჩვალ მამაკაცს, რადგან მისი გადარჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ძალიან მთვრალი იყო და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ თვითონ გაეცურა.



მაგრამ მთელი ღამის ძებნის მიუხედავად ცხედარი ვერსად აღმოაჩინეს და მხოლოდ დილით გაირკვა სიტუაცია.


მოქეიფე მამაკაცი მართლაც გადავარდა ხიდიდან, მხოლოდ რაღაც სასწაულით ის მდინარეში კი არა, არამედ ხიდის ხიმინჯებში ჩავარდა .მან როგორც ჩანს დიდად არ განიცადა ეს ამბავი და გადაწყვიტა უბრალოდ იქვე ხიდის ხიმინჯებზე მიეძინა.


მაშველებს ნამთვრალევი მამაკაცის ხიდის ქვემოდან ამოყვანა მოუწიათ, რადგან იქიდან საკუთარი ფეხით ამოსვლას ფხიზელიც კი ვერ შეძლებდა.


1
139
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
139
  
2023, 6 მაისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1