x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
Facebook-მა წაშალა მთავრობის მადიდებელი 117 ანგარიში, ჯგუფი და გვერდი

Meta-მ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კომუნიკაციის დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 ფეისბუქ-ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 ინსტაგრამ-ანგარიში წაშალა.


image


ფოტოზე: ირაკლი ღარიბაშვილი, ნინო გიორგობიანი, ფეისბუქის ლოგო





ამის შესახებ წერია Meta-ს 2023 წლის პირველ კვარტალურ ანგარიშში.




Meta-ს განმარტებით, ისინი არღვევდნენ ფეისბუქის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკას კოორდინირებული არაავთენტური ქცევის წინააღმდეგ.



კოორდინირებული არაავთენტური ქცევა არის, როცა სოციალურ ქსელში ჯგუფები, გვერდები და ადამიანები ერთად, კოორდინირებულად მუშაობენ, რათა სხვები შეცდომაში შეიყვანონ ვინ არიან ისინი და რას საქმიანობენ.




Meta-მ საქართველოსთან ერთად კიდევ რამდენიმე ასეთი ქსელი წაშალა ამერიკაში, ვენესუელაში, ჩინეთში, ირანში, ბურკინა-ფასოსა და ტოგოში.





"ეს გვერდები და ჯგუფები წარმოადგენდნენ ადგილობრივ, დამოუკიდებელ, პრო-სამთავრობო ძირეულ ჯგუფებს.

ქსელი უწყვეტად მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ამაში შედიოდა, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პრო-სამთავრობო პოსტების გაზიარება.

ისინი ასევე აზიარებდნენ ოპოზიციის კრიტიკას, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ სახალხო პროტესტის დროს.

სამართალი საქართველოში. ფაქტობრივად, ეს ოპერაცია რეალურ დროში გამოეხმაურა საპროტესტო მოვლენებს, მათ შორის შუაღამისას გამოქვეყნებული პოსტებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა მათი კავშირები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან." - წერია Meta-ს ანგარიშში.





გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობასთან დაკავშირებული ამ ქსელის მიერ ფეისბუქსა და ინსტაგრამის რეკლმამებში დახარჯულია $33 500.




საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეტარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანია. მთავრობის საიტზე ამ დეპარტამენტის შესახებ ერთი pdf გვერდის გარდა სხვა ინფორმაცია არ მოიპოვება.




image

სქრინი: საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ერთადერთი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეტარტამენტის შესახებ


0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0