საბუნებისმეტყველო 15 საოცარი ბუნებრივი მოვლენა 2023, 11 მაისი, 8:45 ამ ჩამონათვალში საოცარი ფოტოსურათებია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი პლანეტის ბუნება — სწორედაც რომ, ნამდვილი საოცრებაა... თოვლის მილი. ანტარქტიდაზე, ერებუსის მთაზე, მსოფლიოში ყველაზე სამხრეთი მდებარე აქტიური ვულკანია ცეცხლსაშიში ყინულის ბუშტები. აბრაამის ტბაში ყინულის ხაფანგში მოხვედრილი მეთანი, აალებადი კაფსულებია. ეს საოცრება კანადაში, ალბერტას პროვინციაში მდებარეობს. მდ. კატატუმბოს ელვა. წყლის ზედაპირზე ხაზოვანი ნათება, ღამის საათებში, წელიწადში, 140–160 დღე ხდება და ფენომენი 10 საათის მანძილზე გრძელდება. საათში კი, 280–მდე განმუხტვა ფიქსირდება. წითელი კიბორჩხალების მიგრაცია. უნიკალურ ბუნებრივი მოვლენაზე დაკვირვება, შობის კუნძულზე (ავსტრალია) შეიძლება. ყოველწლიურად, ნოემბერში-დეკემბერში, მილიონობით წითელი კიბორჩხალა კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ტროპიკული ტყეებიდან, გასამრავლებლად, ინდოეთის ოკეანისკენ მიდის. მიგრაციის დაწყება მთვარის ფაზაზე და ამინდზეა დამოკიდებული. როგორც კი, წვიმების სეზონი იწყება, გზები, ბილიკები, მიწისქვეშა გასასვლელები და ოკეანის სანაპიროები, ცოცხალ ტალღებს ემსგავსება. პროცესი, საშუალოდ, 18 დღე გრძელდება – სწორედ ეს დრო არის საჭირო, რომ წითელმა კიბორჩხალამ დანიშნულების ადგილამდე ჩააღწიოს. მონარქი პეპლების მიგრაცია. ზაფხულის ბოლოს, კანადიდან და შეერთებული შტატებიდან — მექსიკამდე, კაშკაშა ფერის პეპლების ნახვა შეიძლება. მონარქი — ყველაზე საოცარი და ლამაზი პეპელაა, სახეობებს შორის. მიგრაციის პერიოდში, ასეთი პეპლები 2000-დან — 4000 კმ-ს ფარავენ. უკან არცერთი პეპელა არ ბრუნდება, მაგრამ მიგრაციის მთელ გზაზე, ისინი კვერცხს დებენ, რომლიდანაც პეპლების მომდევნო თაობა გამოდის. სიურრეალისტური ქსელი. უაგა–უაგაში (ავსტრალია) ათასობით ობობა მინდვრებს მკვრივი ქსელის ფენით ფარავს. ამგვარად ისინი, სეზონური წყალდიდობისგან, თავის გადარჩენას ცდილობენ. «ჯადოსნური წრეები» ნამიბიაში. ამ იდუმალი ფენომენის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ უცნაური წრეების უკან, ქვიშის ტერმიტები დგანან. წყალქვეშა წრეები. იაპონიის სანაპიროებთან, მამრი მუცელნემსასებრნი, მდედრების მისაზიდად, იდეალურად თანაბარი წრეებს ქმნიან, აჟურული კიდეებით. «სიკვდილის ველის» მცოცავი ქვები. «სიკვდილის ველი» კალიფორნიის შტატის (აშშ) სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იმავე სახელის ეროვნული პარკის (Death Valley National Park) ტერიტორიაზე. მისი სიგრძე – 153 კმ, სიგანე – 40 კმ. ეს გამშრალი ტბის ფსკერია. ამ ადგილზე მოხვედრილი ყველა ქვა «სიარულს» იწყებს. ხოლო ის, თუ რამდენად შორს «წავა», ქვის დიამეტრზე არის დამოკიდებული. დიდ ქვას, რომლის წონა, მაგ., 300 კგ-ს ფარგლებშია, – 8 მ-ზე შეუძლია გადაადგილება, ხოლო პატარა ქვებს, 200 მ-იანი დისტანციის «დაფარვაც შეუძლიათ». ამასთან, მოძრაობის დროს, ქვები ტრაექტორიასაც იცვლიან. გაგრძელება >>> აყვავებული უდაბნო. იმ წლებში, როცა ჩილეში წვიმები ჩვეულებრივზე უხვია, ატაკამის უდაბნო ყვავილებითა და ბალახებით იფარება. მაგრამ, როგორც წესი, ამ რეგიონში ნალექის რაოდენობა, წელიწადში, 12 მმ–ზე ნაკლებია. «ცეცხლოვანი ცისარტყელა». ოპტიკური ფენომენი ბუმბულისებრი ღრუბლების ზედა ფენებში, ჰაერში არსებული ყინულის კრისტალების ფირფიტების ნათებით იქმნება. ნატრონის ტბა ტანზანიაში. მარილიანი ტბა, რომელიც ცხელი წყაროებით იკვებება, მდიდარია მიკროორგანიზმებით, რომელიც წყალს ვარდისფერ შეფერილობას აძლევს. ბიოლუმინესცენციური ტალღები მალდივის პლაჟებზე. ფიტოპლანქტონის ზოგიერთ სახეობას ლუმინესცირების უნარი აქვს. ნაპირთან მისული ეს პატარა ქმნილებები, ნათებას იწყებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათი ქიმიური ენერგია, ტალღების გავლენით, სინათლის ენერგიად გარდაიქმნება. წითელი მოქცევა = ბიოლუმინესცენციური დინოფლაგელიატები + ხელსაყრელი პირობები. ამ ზღვის წყალმცენარეების მაღალი კონცენტრაცია, წყალს «აფერადებს» – მას რუხ–წითელ ტონალობას ანიჭებს. სინათლის სვეტები. მზის ან მთვარის შუქზე ანარეკლი, ყინულის კრისტალებით მდიდარ ატმოსფეროში, საოცარ ოპტიკურ ფენომენს – ნათელი ვერტიკალური სვეტებს ქმნის ცაში. არანაკლებ საინტერესოა ბუნების მიერ შექმნილი რამდენიმე პლაჟი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ინტერესებს დააკმაყოფილებს და სამუდამოდ ჩარჩება მის მეხსიერებაში. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* 10 საინტერესო ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ* "შოუ–ბიზნესი ყალბი სამყაროა" – მოსკოვში ჩასულ პუგაჩოვას რუსი ვარსკვლავები ცივად შეხვდნენ* ჰიტლერის საიდუმლო სარდაფი460 1-ს მოსწონს
|