x
image
თამილა გურაშვილი
კოსმოსში აღმოაჩინეს "საშინელი ბარბი": ძალიან კაშკაშა ობიექტი გამოჩნდა შავი ხვრელის წყალობით
image
ასტრონომები შეესწრნენ ყველაზე კაშკაშა, ენერგიულ და ხანგრძლივ პროცესს- შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის "ჭამის პროცესს".



მეცნიერებმა აღმოაჩინეს კოსმოსური ობიექტი, რომელსაც "საშინელი ბარბი" უწოდეს, ნაწილობრივ თავად ფენომენის შთამბეჭდავი ძალის გამო. იგი წარმოადგენს სინათლის ყველაზე კაშკაშა და ხანგრძლივ აფეთქებას, რომელიც წარმოიშვა ვარსკვლავის შთანთქმის შედეგად უზარმაზარი შავი ხვრელის მიერ. ეს ფენომენი ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, წერს IFLScience.





საარქივო კოსმოსური დაკვირვების მონაცემების შესწავლისას, ამერიკის პერდუს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოსმოსური აფეთქება, რაც კი ოდესმე უნახავთ. ეს მოვლენა არის ყველაზე კაშკაშა, ყველაზე ძლიერი და გრძელი, შავი ხვრელების მიერ ვარსკვლავების შთანთქმის ყველა პროცესს შორის.





შავი ხვრელები თავის მასას იძენენ კოსმოსურ ურჩხულებთან ძალიან ახლოს მყოფი ვარსკვლავების „ჭამით". შავი ხვრელის უზარმაზარი გრავიტაცია მიიზიდავს ვარსკვლავს თავისკენ გრძელ, სპაგეტის მსგავს ნაკადად. ეს ნაკადი შავი ხვრელის გარშემო ტრიალებს, როგორც სპაგეტი ჩანგალზე და თანდათან იშლება, რის შემდეგაც შავი ხვრელი მთლიანად შთანთქავს ყველაფერს, რაც რჩება ვარსკვლავიდან. ასტრონომები ამ პროცესს სპაგეტიფიკაციას უწოდებენ.



image


სანამ მატერია სიჩქარით ბრუნავს შავი ხვრელის გარშემო, გამოიყოფა სინათლისა და ენერგიის უზარმაზარი ნაკადი, რომელიც შეიძლება ჩაიწეროს რენტგენისა და რადიოტელესკოპებით. ძირითადად, ასეთი მოვლენები დიდხანს არ გრძელდება: რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე. მეცნიერებმა საარქივო სივრცეში დაკვირვების მონაცემებში აღმოაჩინეს სინათლის ყველაზე კაშკაშა შუქი უზარმაზარი ენერგიის გამოყოფით, რომელიც გრძელდებოდა 800 დღის განმავლობაში.




თავად მოვლენამ მიიღო ავტომატური სახელი ZTF20abrbeie კომპიუტერული სისტემისგან. თუ ყურადღებით წაიკითხავთ ასოების აღნიშვნებს, ვნახავთ, რომ სიტყვა შEდგება Barbie-ს ასოებისგან. ამ ფენომენის წარმოუდგენელი ძალის გათვალისწინებით, მოხდა განსაცვიფრებელი რაოდენობის სინათლისა და ენერგიის გამოთავისუფლება, მეცნიერებმა სპაგეტიფიკაციის ამ პროცესს მეტსახელი „საშინელი ბარბი“ მიანიჭეს.




ამერიკელი ასტრონომების აზრით, ყველაზე ძლიერი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებაც კი ათასჯერ ნაკლებად ძლიერი იქნება, ვიდრე მეცნიერებმა ნახეს. ანუ, ნათება იმდენად კაშკაშა იყო, რომ უბრალოდ დაუჯერებელია, როგორ შეიძლება იყოს ის უფრო კაშკაშა ვიდრე ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება, რადგან, ეს უკანასკნელი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ობიექტად კოსმოსში.




ასტრონომებს ახლა სურთ გამოიყენონ Hubble და Webb-ის ძლიერი კოსმოსური ტელესკოპები წარმოუდგენლად იშვიათი კოსმოსური აფეთქების მაღალი გარჩევადობის სურათების გადასაღებად.

1
376
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
376
  
2023, 2 მაისი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1