x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
იცით, როგორი იყო ისტორიაში პირველი ,,მის სამყარო"-ს კონკურსი?

სილამაზის კონკურსი “მის სამყარო" პირველად 1952 წელს ჩატარდა, კონკურსის ფუძემდებელი საცურაო კოსტუმების ცნობილი მწარმოებელი Catalina Swimwear გახლდათ. მის სამყაროს პირველი ტიტული კი ფინელმა მოდელმა და მსახიობმა არმი კუუსელამ მოიპოვა, რომელიც იმ დროს 17 წლის იყო. კონკურსის ფავორიტებს შორის იყვნენ ასევე მის ჰავაი, მის საბერძნეთი, მის ჰონგ კონგი და მის გერმანია.image
პრიზად გამარჯვებულს გადაეცა შოკოლადის ყუთი, ოქროს სამაჯური და ბილეთი უკან დასაბრუნებლად Pan American Airways-ის თვითმფრინავით. გოგონა რომანოვების დინასტიის საქორწინო დიადემით დააჯილდოვეს სცენაზე. image

კონკურსი ჩატარდა კალიფორნიაში (აშშ), ლონგ ბიჩის სანაპიროზე 1952 წლის 28 ივნისს. კონკურსში 30 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 1957 წლამდე კონკურსის წესებით არ იკრძალებოდა მონაწილეობის მიღება დაქორწინებული და შვილებიანი ქალებისთვის. 1952 წლის გამარჯვებული არმი კუუსელა სილამაზის დედოფლის ტიტულის დროს დაქორწინდა და ოფიციალურად არ ჩამოერთვა ეს წოდება. ერთადერთი მკაცრი წესი ეხებოდა ასაკობრივ ზღვარს. კონკურსანტი არ უნდა ყოფილიყო 17 წელზე ნაკლების და 24 წელზე მეტის.


imageimageimage
imageimageimageimage






3
188
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
188
  
2023, 4 მაისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3