x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,მის მსოფლიო 2021"-გამარჯვებული პოლონელი მოდელი კაროლინა ბელავსკა გახდა

პუერტო რიკოს დედაქალაქი სან-ხუანი მასპინძლობდა მის მსოფლიო 2021 წლის საერთაშორისო კონკურსის ფინალს. სილამაზის კონკურსის გამარჯვებული პოლონელი მოდელი კაროლინა ბელავსკა გახდა.image
გამარჯვებული 23 წლისაა, მოდელია და ბევრს სწავლობს -სურს მეცნიერებათა დოქტორი და მწვრთნელი გახდეს, მოგზაურობას კი მთავარ ჰობის უწოდებს. ქსელში გოგონას უკვე შეარქვეს მეტსახელი "მარგო რობის ასლი".image
კონკურსის ფინალში უყურადღებოდ არ დარჩენილა კონფლიქტი უკრაინაშიც. იამაიკის მონაწილემ იმღერა სელინ დიონისა და ანდრეა ბოჩელის "ლოცვა". ფინალისტების უკან ეკრანზე მშვიდობისთვის ლოცვის ტექსტი გამოჩნდა და მაყურებელმა სანთლები დაანთო. როგორც კონკურსის ოფიციალურ ტვიტერზე იტყობინება, ეს წარმოდგენა იყო უკრაინის მხარდასაჭერი აქცია. ამისთვის შვიდ ათასზე მეტი სანთელი მოამზადეს და მაუწყებლობა აჩვენეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.image
ასევე ფინალში ორგანიზატორებმა აჩვენეს ტიტულის"მის უკრაინის" მფლობელის ალექსანდრა იარემჩუკის ვიდეომესიჯი, რომელიც კონკურსის ფინალში არ გავიდა და კიევში იმყოფება. მან მოუწოდა მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს, "დახურონ ცა უკრაინის თავზე და გადაარჩინონ მსოფლიო ბირთვული კატასტროფისგან" და დასძინა: "ჩვენი სამყარო თქვენი სამყაროა".image


1
293
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
293
  
2022, 20 მარტი, 22:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1