თურქმენეთში ქალებს ტუჩების გადიდებისა და წამწამების დაგრძელების გამო დააჯარიმებენ
თურქმენეთში რამდენიმე სილამაზის პროცედურა აიკრძალა - მათ გამო დაისჯებიან სილამაზის სალონების კლიენტებიც და სპეციალისტებიც.
“სამართალდამცავი ორგანოები გაფრთხილებენ, რომ აკრძალულია ისეთი სერვისები, როგორიცაა ბოტოქსი, სახის ნაოჭების გასწორება, წამწამების დაგრძელება, ტუჩების გადიდება და ფრჩხილების დაგრძელება."
- განუცხადა გამოცემის წარმომადგენელს ქალაქ ბაირამალის ერთ-ერთი სილამაზის სალონის თანამშრომელმა მერი ველაიატმა. ამასთან, ამ პროცედურებზე ოფიციალური აკრძალვა არ ყოფილა, სამართალდამცავები არ წარმოადგენენ რაიმე დოკუმენტს.
სილამაზის პროცედურების ჩასატარებლად კლიენტებს ემუქრებათ ჯარიმა 300-500 თურქმენული მანეთის ოდენობით და პატიმრობაც კი. სილამაზის სალონების თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ ასეთ მომსახურებას, ასევე დაჯარიმდებიან 500-1000 თურქმენული მანეთის ოდენობით, ზოგიერთ შემთხვევაში კი 15 დღემდე პატიმრობაც შეეფარდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი სილამაზის პროცედურები უნივერსალურია, მათ ძირითადად ქალები აკეთებენ, რის გამოც მათ სანქციები ემუქრებათ.
თურქმენეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რადიკალური მეთოდებით ბრძოლა ადგილობრივი ქალების “ბუნებრივი სილამაზისთვის".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქმენეთის ხელისუფლება სანქციებს აწესებს ქალების გარეგნობობის “შესასწორებლად" 2021 წელს პოლიცია მათ აკავებდა ჯინსების, მოკლე და ვიწრო კაბების ჩაცმისა და თმის გაღიავებისთვის.