x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მოდელი დაუნის სინდრომით პირველად გახდა Victoria's Secret-ის სახე

სოფია ჟირაუ პუერტო რიკოდან გახდა დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელი, რომელიც გამოჩნდა თეთრეულის ბრენდის Victoria's Secret-ის ფოტოსესიებში. გოგონა Love Cloud კოლექციის ინკლუზიური კამპანიის სახე გახდა. საერთო ჯამში, ვიდეოში 18 სხვადასხვა ქალი მონაწილეობდა და ხაზი ეფუძნებოდა კომფორტულ ყოველდღიურ საცვლებს, მათ შორის ბიუსტჰალტერს ქალებისთვის, რომლებსაც მასტექტომია ჩაუტარდათ. კამპანია Vogue-ში უკვე გამოქვეყნდა.image
“ვოცნებობდი და ბევრს ვმუშაობდი ამის გამო და დღეს ეს ოცნება ახდა. და ბოლოს, შემიძლია გითხრათ ჩემი დიდი საიდუმლო. მე ვარ Victoria's Secret-ის პირველი მოდელი დაუნის სინდრომით! ვოცნებობდი ვოგში მოხვედრაზე და დღეს ეს მიზანი ამიხდა. ხალხო, იოცნებეთ დიდ რამეზე. შიგნით და გარეთ არანაირი შეზღუდვა არ არის! მადლობა ყველას ვინც მომილოცა, ძალიან ბედნიერი ვარ" - ამბობს ახალგაზრდა მოდელი თავის ინსტაგრამზეimage
გოგონა ცნობილი გახდა 2020 წლის თებერვალში, როდესაც მისი დებიუტი შედგა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, სწორედ იმ მომენტიდან მისი კარიერა სწრაფად განვითარდა.image

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0