x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"ჩვენ დიადი გამარჯვების შვილთაშვილები ვართ"-ამ ლოზუნგით გამოიყვანეს სამხედრო აღლუმზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები

image
რუსეთის ფედერაციას კარგა ხანია უკვე რაც მართავს დიქტატორი და მისი "ყურმოჭრილი მონების" გუნდი. რუსეთი, ქვეყანა რომელიც წიაღისეული სიმდიდრით თუ ყველაზე მდიდარი არა ერთერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა ჩაფლულია კორუფციის ჭაობში, დიქტატორი და მისი გარემოცვა ხელს უწყობს ოლიგარქებს მილიარდების შოვნაში, თუმცა თავის მხრივ ეს ოლიგარქები აფინანსებენ დიქტატორის რეჟიმს ნებისმიერ წამოწყებაში, მათ შორის სამხედრო კონფლიქტებში, რომელშიც მუდმივადაა ჩართული რუსეთი.

რუსეთის საზოგადოება ისე დეგრადირდა, რომ რუსეთის დიქტატორის ჩარჩოში ჩასმულ სურათებს და ნახატებს დაატარებენ და მოითხოვენ რუსეთის პრეზიდენტი რუსულმა ეკლესიამ წმინდანად აღიაროს.

რუსი "ბაბუშკების" მუქარანარევი მიმართვა სავარაუდოდ ბევრმა ნახა და საღი აზროვნების ადამიანი სიცილს ვერ შეიკავებდა, რადგან კისრამდე ქაქში მყოფი საზოგადოება ემუქრება ამერიკულ საზოგადოებას, რომელიც ყველაფრითაა სახელმწიფოსგან მეტნაკლებად უზრუნველყოფილი.

ამასაც შევეშვათ, რუსეთი დაადგა ჩრდილოეთ კორეის გზას, თუ რეჟიმის წინააღმდეგი ხარ და აკრიტიკებ, აპრიორი მტერი და მოღალატე ხარ და ციხეში სამშობლოს ღალატით მოხვედრა გარანტირებული გაქვს.
რუსეთის მმართველმა რეჟიმმა ან ფიზიკურად მოიშორა ოპოზიციის ლიდერები და კრიტიკოსები ან ციხეში გაუშვა, თუნდაც ნავალნი ან ყარა მურზა.

რუსეთის ქალაქ ეისკში ქალაქის მერმა ჩაატარა სამხედრო აღლუმი, რომელსაც ომის ვეტერანები და თადარიგის სამხედროები ესწრებოდნენ, გასაკვირი ამაში არაფერი არ იქნებოდა, რომ არა ერთი რამ-სამხედრო აღლუმში მონაწილეობას იღებდა არა სამხედრო დანაყოფები ან ომის ვეტერანები, არამედ რუსული არმიის ფორმაში გამოწყობილი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და აღმზრდელები.

ბავშვები საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო ფორმებითაც კი გამოიყვანეს სამხედრო აღლუმზე, თავისთავად პატრიოტულ ღონისძიებებში მოზარდების მონაწილეობა არაა ცუდი, მაგრამ ის რაც ხდება რუსეთში სულ სხვა რამეს ემსახურება, საზოგადოებას აჩვევენ დიქტატორის და მისი რეჟიმის წესებით ცხოვრებას, წესების რომლებიც ნორმალური საზოგადოებისათვის მისაღები არაა.
სხვათაშორის მოსკოვში მცხოვრები ქართველი ფეისბუქზე დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ რუსეთი რომ არ შეჭრილიყო უკრაინაში თურმე ნუ იტყვით და უკრაინა აპირებდა თავს დასხმოდა რუსეთს და ამაში მას "ნატოს" ალიანსი დაეხმარებოდა.
აი ასე გამოაშტერა საზოგადოება სოლოვიოვის, სკაბაევას და სიმონიანის "ზომბების ყუთით" მიწოდებულმა ინფორმაციამ.

imageimage imageimageimage







0
59
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
59