x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჯესიკა -კი, კიმი-არა" - რაზე გაუნაწყენდნენ ჯესიკა სიმპსონს თაყვანისმცემლები?
image

42 წლის არტისტის მომხიბვლელობამ თაყვანისმცემლები თან აღაფრთოვანა, თან გაანაწყენა.


პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა და დიზაინერმა ჯესიკა სიმპსონმა გადაწყვიტა თავი მოეწონებინა მრავალი გამომწერისათვის . მწვანე ბიკინში გამოწყობილმა აჩვენა თავის ეფექტური ფიგურა.


სოციალურ ქსელში მაცდუნებელ პოზაში გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ, ჯესიკამ ენთუზიაზმით ელოდა ქათინაურებით სავსე კომენტარებს, თუმცა ასე არ მოხდა.



ღია მწვანე ბიკინში გამოწყობილი 42 წლის ვარსკვლავი კრიტიკული შენიშვნებით აავსეს, ზოგიერთმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია მისით.


და აქ საქმე არ არის არტისტის მარად ახალგაზრდა ხიბლში, სადაც ფოტოფილტრების გამოყენებით მისი ფიგურა 20 წლის აგოგოსავით გამოიყურება.


როგორც გაირკვა, ჯესიკამ, რომელსაც საცურაო კოსტიუმების საკუთარი ხაზი აქვს, ამგვარად გადაწყვიტა დახმარებოდა მეგობარს, კიმ კარდაშიანს და მისი საცურაო კოსტუმების რეკლამა გააკეთა.


მომხმარებლებს, რომლებმაც თავიანთი ანგარიში გააჩნიათ კიმ კარდაშიანის მიმართ, არ დააფასეს სიმპსონის ძალისხმევა და განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ უყვართ იგი მთელი გულით, კარდაშიანს არ და ვერ დაუჭერენ მხარს.


"ჯესიკა - კი, კიმი - არა", - წერენ კომენტარებში გამომწერები.

image


ჯესიკა სიმპსონის წარმატებული კარიერა 1999 წლიდან იწყება, როდესაც გამოუშვა სადებიუტო სინგლი "I Wanna Love You Forever". სიმღერამ წარმატებას მიაღწია და Billboard Hot 100-ის მე-3 ადგილი დაიკავა.მალევე გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი Sweet Kisses . ალბომის გამოსვლისთანავე სიმპსონი გაემგზავრა გასტროლებზე ბოი-ბენდ 98 Degrees-სთან ერთად. ის ასევე გამოჩნდა მათი სიმღერის კლიპში "My Everything". მოგვიანებით სიმპსონმა გამოუშვა კიდევ ორი ​​სინგლი, "Where You Are" და "I Think I'm in Love with You", რამაც მისი სადებიუტო ალბომი ორმაგი პლატინის გახადა. კარგი გაყიდვების მიუხედავად, ალბომი წარუმატებელი აღმოჩნდა კრისტინა აგილერასა და ბრიტნი სპირსის სადებიუტო ალბომებთან შედარებით.


ჩამწერი კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ შემდეგი ალბომის წარმატებისთვის საჭირო იყო სიმღერების ჟღერადობისა და სტილის შეცვლა, ისევე როგორც თავად ჯესიკას იმიჯი.2001 წლის შუა ხანებში გამოდის ალბომი Irresistible, რომელმაც ბილბორდ 200-ში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო სიმღერა "Irresistible" ჯესიკას კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი ჰიტი გახდა. სიმღერამ Hot 100-ში #15 ადგილი დაიკავა და ჩარტში დარჩა ოცი კვირის განმავლობაში.


0
29
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0