x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
უმარტივესი მეთოდით ვიკლებთ 10 კგ-ს
ჭარბი წონა – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.



image



უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის - ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ უნივერსალური დიეტა, რომლის მეშვობითაც შეძლებთ 10 კგ დაიკლოთ მოკლე დროში. დიეტის შესრულება რეკომენდებულია 1 თვის დროში და სასურველი შედეგიც სწორედ ამ პერიოდს მოიცავს.




უმარტივესი მეთოდით ვიკლებთ 10 კგ-ს




1- მე-2 - დღე შიმშილი. პირველ და მეორე დღეს უწოდებენ შიმშილის დღეს, ვინაიდან დღის მანძილზე უნდა დალიოთ 1 ლიტრი უცხიმო კეფირი და საღამოს მიირთვათ ერთი ფინჯანი ტომატის წვენი ერთ ნაჭერ შავ პურთან ერთად.




მე-3 - მე-4 დღე ცილა.


საუზმე - უშაქრო ყავა და ერთი ნაჭერი შავი პური 1/2 (ნახევარი) ჩაის კოვზი ნაღების კარაქითა და 1/2 (ნახევარი) ჩაის კოვზი თაფლით.

სადილი - ერთი ფინჯანი ბულიონი (ხორცის ან თევზის, არა ცხიმიანი), 50 გრამი მოხარშული ხორცი ან თევზი, 2 სუფრის კოვზი მწვანე ბარდა და 1 ნაჭერი შავი პური.


შუა დღეს შეგიძლიათ უშაქრო ჩაი მიირთვათ 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად.


ვახშამი - 2 ცალი მოხარშული კვერცხი ან 50 გრამი თევზი/ხორცი, თქვენი სურვილისამებრ, რომელიმე. 50 გრამი მაგარი ყველი, 1 ჭიქა კეფირი უცხიმო და 1 ნაჭერი შავი პური.




მე-5 - მე-6 დღე ხილი და ბოსტნეული.


საუზმე - 2 ცალი ვაშლი ან 2 ცალი ფორთოხალი.


სადილი - ბოსტნეულის წვნიანი კარაქის გარეშე ან ბოსტნეულის ჩაშუშული 1 ნაჭერ შავ პურთან ერთად.


შუა დღეს მიირთვით ნებსიმიერი ბოსტნეული უმად.


ვახშამი - ბოსტნეულის სალათი 1 ნაჭერ შავ პურთან ერთად.



image



შენიშვნა: დალიეთ დღეში მინიმუმ 1 ლიტრი წყალი;

ნორმალური შედეგისთვის დღეში 10 წუთი გამოყავით ლახტზე ხტუნვისთვის.

მიიღეთ მულტივიტამინები დღეში ერთხელ.

შიმშილის დღეებს მხოლოდ დიეტის დასაწყისში აკეთებთ, შემდეგ კი თვის მანძილზე იმეორებთ მხოლოდ მე-3 დღიდან მე-6 დღის ჩათვლით.

გამოიყენეთ მხოლოდ მცენარეული ზეთები და ცოცხლად, არ გააცხელოთ.





P.S. გისურვებთ წარმატებებს.




0
202
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0