x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ცოფი 100%-ით მომაკვდინებელი დაავადებაა, გარ­და ამი­სა, გზა სიკ­ვდი­ლამ­დე არის სა­ში­ნე­ლი" - ვაქცინოლოგი ნინუკა გიგიჩაძე
image

როგორც ცნობილია, მარტვილში ძაღლი, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას 22 ადა­მი­ა­ნი დაკბი­ნა, მოკვდა. მას ანალიზის შემდეგ ცოფი და­უ­დას­ტურ­და, თუმცა, 22 -დან ორი პირი უარს აცხა­დებ­ს ვაქცინაციის ჩატარებაზე.



"დადასტურებულად ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი ადამიანებიდან 2 აცხადებს უარს ვაქცინაციაზე. ცოფი 100% სასიკვდილო დაავადებაა, მისი მკურნალობა არ არსებობს, ის ფაქტიურად წამებით სიკვდილით მთავრდება თუ არ მოხდა ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება. 21-ე საუკუნეში ანტივაქსერული ნარატივის პირდაპირი ან ირიბი გავრცელება არის ბოროტება და გონებაჩლუნგობა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება", - წერს სოციალურ ქსელში ექიმი არჩილ მარშანია.
image
ვიდეოგანმარტებას აკეთებს ვაქ­ცი­ნო­ლო­გი ნი­ნუ­კა გო­გი­ჩა­ძეც:
მისი თქმით ქუ­ჩის ძაღ­ლის ან ტყის ცხო­ვე­ლის კბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აცრა. არ არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც უარი უნდა თქვას აც­რა­ზე. ცოფი არის ერ­თა­დერ­თი და­ა­ვა­დე­ბა, სა­დაც ასი­დან ასი­ვე შემ­თხვე­ვა ცუ­დად მთავ­რდე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, გზა სიკ­ვდი­ლამ­დე არის სა­ში­ნე­ლი. ამი­ტომ, რო­დე­საც ადა­მი­ანს ქუ­ჩის ძაღ­ლი უკბენს ან გა­კაწ­რავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აცრა.

არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც არ ფიქ­სირ­დე­ბა ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი, ასეთ ქვეყ­ნებ­ში არ ცრი­ან, მაგ­რამ ისეთ ქვეყ­ნებ­ში რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც ცოფი ცირ­კუ­ლი­რებს და ძაღ­ლე­ბი არი­ან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გა­დამ­ტა­ნე­ბი, აცრა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცო­ფის ვაქ­ცი­ნა არის დე­მო­ნი­ზი­რე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს მო­ა­რუ­ლი ჭო­რე­ბი, რომ აც­რის შემ­დეგ არ შე­გიძ­ლია ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა.


არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი კვლე­ვა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ცო­ფის ვაქ­ცი­ნით აც­რის შემ­დეგ, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა იწ­ვევს გა­ურ­კვე­ველ სიმპტო­მებს. ჭარ­ბი ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა, თრო­ბა, ხში­რად და­ლე­ვა არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. თუ ადა­მი­ანს აქვს ალ­კოჰო­ლიზ­მი, ყო­ველ­დღე არის მთვრა­ლი ან ნას­ვა­მი, ეს ნიშ­ნავს, რომ მისი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა კარ­გად არ მუ­შა­ობს".

ცოფზე აცრა სასურველია დაიწყოს ძაღლის(კატის, ვირთაგვის, ტურის, გარეული ცხოველის, ძირითადად ტურა, მელა, მგელი) კბენისთანავე, სა­ინ­კუ­ბა­ციო პე­რი­ო­დი რამ­დე­ნი­მე დღი­დან რამ­დე­ნი­მე თვემ­დე გრძელ­დე­ბა, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია ცხო­ველ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, ეს უნდა მოხ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად.



ცო­ფის სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში:

1996 წელს და­ფიქ­სირ­და ცო­ფის 21 შემ­თხვე­ვა;

1997 წლი­დან 2006 წლამ­დე - 96 შემ­თხვე­ვა;

2007 წლი­დან 2015 წლამ­დე - 42 შემ­თხვე­ვა;

2015 წლი­დან 2021 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე - 3 შემ­თხვე­ვა.

შემ­თხვე­ვა­თა კლე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

1
91
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
91
  
2023, 2 მაისი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1