x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჯოან როულინგი ,,ჰარი პოტერი"-ს სერიალის მსახიობებს თავად დაამტკიცებს და წელიწადში 20 მლნ. დოლარსაც მიიღებს

image
ჰარი პოტერის წიგნების ავტორი ჯოან როულინგი სერიალში მსახიობებს თავად დაამტკიცებს და პროექტზე მუშაობის პერიოდში 20 მილიონ დოლარსაც მიიღებს წელიწადში. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. სერიალის შესახებ ინფორმაცია აპრილში გახდა ცნობილი და Warner Bros. -მა უკვე წარმოადგინა პირველი თიზერი.

როულინგი იქნება სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი და უზრუნველყოფს, რომ სიუჟეტი მის წიგნებს შეესაბამებდეს. როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ჰარი პოტერის წიგნების ავტორი მსახიობებს HBO Max-ის მომავალ სერიალში ყველა მთავარ როლზე პირადად დაამტკიცებს.image
გამოცემის წყარო ასევე განმარტავს, რომ როულინგის ჰონორარი სერიალზე მუშაობისთვის, ისევე როგორც მისი წიგნის ხელახალი ეკრანიზაციის უფლება, წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი დოლარია. მწერალი მიღებულ თანხას სავარაუდოდ, საქველმოქმედო ფონდებს გადასცემს.

ჯამში, სერიალის შვიდი სეზონის გამოშვება იგეგმება: თითოეული მათგანი ჰარი პოტერის შესახებ თითო წიგნზე იქნება დაფუძნებული. როგორც ადრე Warner Bros.-მა განაცხადა, ახალი სერიების ბიუჯეტი სერიალ “დრაკონის სახლი"-ს ბიუჯეტის მსგავსი ან მეტი იქნება, იქ კი პირველი ათი ეპიზოდის ღირებულება 150-200 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

შემქმნელების თქმით, ისინი მზად არიან ითანამშრომლონ როულინგთან, მიუხედავად მის გარშემო არსებული სკანდალებისა: მწერალს რამდენიმე წელია ტრანსფობიაში ადანაშაულებენ. Warner Bros.-მა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო "ინტერნეტ დისკუსია", მათთვის კი მნიშვნელოვანია თუ რა ხდება ეკრანზე და რომ ჰარი პოტერის ისტორია "ძალიან პოზიტიური და დადებითია, ის ეხება სიყვარულს და საკუთარი თავის მიღებას".

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0