სხვა ევროპას კი არა, იაპონიას უნდა დავუახლოვდეთ... 2023, 30 აპრილი, 9:31 იაპონელებს საინტერესო კულტურა აქვთ და ამ ქვეყანაში ძალიან ნიჭიერი გამომგონებლები ცხოვრობენ. აქ წარმოგიდგენთ 10 მეტად საინტერესო გამოგონებას, რომელსაც, სავარაუდოდ, სხვაგან ვერ გამოიგონებდნენ, ან იქნებ გამოიგონონ კიდეც... ასე, 500, ან 1000 წლის შემდეგ. იაპონელი გამომგონებლების დევიზი კი ასეთია: «ყოველი ახალი გამოგონება, მხოლოდ საჭირო კი არა, კომფორტულიც უნდა იყოს». სმარტფონის დამჭერი აბაზანისთვის ეს მხოლოდ მოსახერხებელი კი არა, სასიამოვნოც არის. განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის, რომლებიც სმარტფონებს ხელიდან არ უშვებენ. ასეთი ნივთით აბაზანის მიღება, ორმაგი სიამოვნებაა... ზოგიერთისთვის. სიგარეტის ნამწვის კონტეინერი, იმ შემთხვევისთვის, თუ სიახლოვეს ნაგვის ურნა არ არის მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს, ადამიანის არჩევანია. რაც შეეხება ამ გამოგონებას, ის გარემოს და წესრიგის დასაცავად შეიქმნა. ასევე ხანძრის პრევენციისთვისაც – ერთი ჩაუქრობელი სიგარეტის ნამწვი, შეიძლება, ცეცხლის კერად იქცეს. ასეთი მოწყობილობებია დამონტაჟებული ქ. ოსაკას ლიფტებში. ის აჩვენებს, ქუჩაში წვიმს, თუ არა ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან ადამიანი თუ გაიგებს, რომ გარეთ წვიმს, სახლში მიბრუნდება და ქოლგას აიღებს (სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე, ამის საჭიროებას ვერ ვხვდები. ყველა, ვინც გარეთ გადის, სავარაუდოდ, ჯერ ფანჯრიდან იხედება, რომ შესაფერისად ჩაიცვას). მოსახერხებელი სკამი გეიმერებისთვის ჩვენთანაც იყიდება კომფორტული სკამები, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. მაგრამ, ვინმემ იფიქრა, რომ სკამი, შეიძლება, უფრო ფუნქციონალური და კომფორტული იყოს? აბაზანის ბომბა პოკემონის სტილში გამოიყურება ეფექტურად. ხოლო, მას შემდეგ, რაც ბომბა წყალში გაიხსნება, სათამაშო ჩნდება. ის ის ბუნებრივ ზეთებს შეიცავს, რომელიც კანს არბილებს და უფრო ელასტიკურს ხდის მას. საღეჭი რეზინი ხელსახოცებით იაპონიაში საღეჭი რეზინი მხოლოდ ხელსახოცებით იყიდება, რომ მოხმარების შემდეგ, მისი გახვევა და ჯიბეში ან ჩანთაში შენახვა იყოს შესაძლებელი, რადგან იაპონელებს, ნაგვის გადაყრის საშუალება, მხოლოდ სახლში აქვთ. მოძრავი მაცივარი ეს მაცივარი პატრონთან თვითონ მიდის და პროდუქტის ასაღებად, მასთან მისვლა საჭირო არ არის. გამოგონება კომფორტის დონეს აუმჯობესებს და დროის დაზოგვის საშუალებასაც იძლევა. «ჭიქა–აივნები» ორიგინალური ექსტერიერი, რომელიც სახლს უფრო მყუდროს და პრეზენტაბელურს ხდის. ამავე დროს, კონსტრუქცია უსაფრთხო და ძალიან გამძლეა. «ღიმილიანი» ბამპერი ასეთი ბამპერი Suzuki Twin–ს ამშვენებს. ავტომობილი, ასეთი დიზაინით, მეტად საყვარლად გამოიყურება და უკვე უამრავი ქალბატონის გული მოიგო. შემზღუდავი ბოძები ველოსიპედისტებისთვის გააზრებული დიზაინის წყალობით, ველოსიპედისტი იძულებულია სიჩქარე შეანელოს და უფრო ფრთხილად იმოძრაოს. კონტაქტური ზოოპარკი იაპონიაში არსებობს ზოოპარკები, რომელშიც ადამიანისთვის უსაფრთხო ცხოველებისთვის ხელის შეხება შეიძლება. ამისთვის გალიებზე, სპეციალური ნახვრეტებია დატანილი. არხის სხვა სიახლეები:* 10 ფაქტი ჩვენი პლანეტის შესახებ, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოებში ვერ მოხვდა* ფარაონების უცხოპლანეტური მედალიონი* ორცხობილას რეცეპტი, რომელიც Nestlé–მ 1 მლნ. დოლარად იყიდა და რამდენიმე მილიარდის მოგება ნახა749 2-ს მოსწონს
|