საზოგადოება "მესმის, რომ არ შემდგარი ადამიანის კომპლექსები პრობლემაა, მაგრამ..." - მამა პეტრე კოლხი 2023, 27 აპრილი, 22:55 . არასტანდარტული ქართველი სასულიერო პირი მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერადაც დღევანდელ რეალობაში ერთერთ აქტუალურ პრობლემებს ეხმაურება და მოსაზრებებს გვიზიარებს. "როგორ არ ისვენებენ, როგორ არ უფრთხილდებიან საკუთარ თავს ადამიანები…ინტრიგა, ბოროტება, ჭორების გავრცელება, ეს მცირე ჩამონათვალია, რითაც თავს იმკვიდრებენ და სხვებთან ვითომ ადგილს იმაგრებენ… იმას ვერ ხვდებიან, რომ დრო ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს და საბოლოოდ მაინც ყველაფერი გაირკვევა.,მესმის, რომ არ შემდგარი ადამიანის კომპლექსები პრობლემაა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა მასთან შეგუება და თანაცხოვრებაა…, ვითომ ვიღაცისთვის თვალის ახელა, ვითომ სიკეთის კეთება, ვითომ სხვაზე ზრუნვა, ნიღაბია საკუთარი ბოროტების შესაფუთად….სჯობს ასეთი ადამიანი გონს დროზე მოეგოს, რომ მასზე დიდი განსაცდელი არ დაეშვას…როდესაც მცირეთი ჭკუას ვერ სწავლობ, მერე უფრო მეტი მოდის…"- წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.194 შეფასება არ არის
|