x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ფრანგმა ტურისტმა მამაკაცმა 20 წლის იაპონელ გოგონას ფიზიკური ტრავმა მიაყენა, რის გამოც 10 წლიანი სასჯელი დაიმსახურა

image
ტურისტები მსოლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობენ, არც იაპონიაა ამ მხრივ გამონაკლისი.
ფრანგი ტურისტების ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდებისგან შდგებოდა იაპონიაში გაემგზავრა, რათა იქ გარკვეული პერიოდი გაეტარებინა. ჯგუფის შემარდგენლობაში იყო ახალგაზრდა ფრანგი მამაკაცი, რომელიც ჯერ კიდევ საფრანგეთშივე რამდენიმეჯერ იყო კონფლიქტში ფრანგულ კანონებთან.

ამჯერად ახალგაზრდა ფრანგმა თავი იაპონიაში "გამოიჩინა". 23 წლის ჩარლი ევანმა სახის არეში მძიმე დარტყმა მიაყენა მუშტით ტოკიოს ხალხმრავალ ქუჩაზე. ერთერთ გზაჯვარედინზე ჩარლი მოურიდებლად დაეჯახა 20 წლის იაპონელ გოგონას, რომელსაც სწრაფი კვების ობიექტიდან პაკეტით საკვები მოჰქონდა, დაჯახების შედეგად გოგონას პაკეტი დაუვარდა, საკვების დიდი ნაწილი საკვებად უვარგისი გახდა რის გამოც გოგონამ სთხოვა ფრანგს, მისთვის ზარალი აენაზღაურებინა რაზეც კატეგორიული უარი მიიღო და გზა გააგრძელა, გაბრაზებული იაპონელი გოგონა უკან გაჰყვა და მეორედ მოსთხოვა ჩარლს აენაზღაურებინა ზარალი, საპასუხოდ ფრანგმა იაპონელ გოგოს სახეში მძლავრი დარტყმით უპასუხა, გოგონა დაეცა, ფრანგი ტურისტი გაიქცა და მას მოქალაქეები გაეკიდნენ. პოლიციამ სათვალთვალო კამერებით მალევე დაადგინა ეჭვმიტანილის საცხოვრებელი სასტუმროს ადგილი და ის სასტუმროშივე იქნა დაკავებული. იაპონელი გოგონა კი ტვინის შერყევით და ცხვირის მოტეხილობით კლინიკაში მოხვდა, სადაც ექიმების თქმით ის მინიმუმ სამ კვირას დაჰყოფს.
ფრანგ ახალგაზრდას კი იაპონურმა სასამართლომ საკაოდ დიდი ხნით აღუკვეთა თავისუფლება და მას 10 წლით თავისუფლება მიუსაჯა.

ესაა საკუთარი მოქალაქის და საკუთარი ქვეყნის კანონების დამცველი ქვეყნის მიდგომა.
ჩვენთან კი სამწუხაროდ, უცხოელები დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად არ ექვემდებარებიან დასჯას და მათ მხოლოდ ქვეყნიდან აძევებენ, როცა არსებობს საერთაშორისო სამართალი რომლის მიხედვითაც, საქართველოში კანონდამრღვევი უცხოელი ექვემდებარება ქართული კანონმდებლობით დასჯას.
იმედია ქართველი საქართველოში მომავალშიც დაუცველი არ დარჩება უცხოელებისგან განსხვავებით.

0
333
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
333