რელიგია ნაკურთხი წყლის ეფექტი 2023, 24 აპრილი, 15:09 ჩვენი ორგანიზმის 75%-ი წყალია. ეს ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც პლანეტაზე სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება. ჩვეულებრივი წყალი, ვერცხლის ჭურჭელში მოხვედრის შემდეგ, ანტიბაქტერიული, სამკურნალო სითხე ხდება, რომელსაც ნებისმიერი მავნე ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ასეთი მნიშვნელოვანი თვისების მიღების მიუხედავად, მისი ქიმიური ფორმულა უცვლელი რჩება. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, წყლის თვისებები, მის ქიმიურ შემადგენლობაზე კი არა, მის მოლეკულურ სტრუქტურაზე დამოკიდებული. წყლის მოლეკულები, ერთმანეთთან კავშირით, კლასტერებს ქმნიან, რომლებიც გარემო პირობების მიხედვით, ტრანსფორმირდებიან და წყალი მათი სტრუქტურის მიხედვით, განსხვავებულ თვისებებს იძენს. XX საუკუნის ბოლოს, იაპონელმა მეცნიერმა მასარუ იმოტომ, რომელიც წყლის ბიოენერგეტიკულ თვისებებზე მუშაობდა, დაადგინა, რომ წყალს "სმენა" და "გრძნობა" აქვს და რომ მას ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება შეუძლია. შემდეგ ეტაპზე, მეცნიერმა დაამტკიცა, რომ წყალს აქვს „გრძნობა“. წყალს რომელსაც კარგ სიტყვებს ეუბნებოდნენ, დიდ ხანს ძლებდა, ხოლო რომელსაც ლანძღავდნენ – მალევე ფუჭდებოდა. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ მასზე გულგრილობაც უარყოფითად მოქმედებდა: ექსპერიმენტის დროს, 3 ჭიქაში მოათავსეს ბრინჯი და ერთი და იგივე წყალი დაასხეს. ერთი თვის მანძილზე, ყოველ დღე, პირველ ჭიქაში მოთავსებულ მასას "მადლობას" ეუბნებოდნენ, მეორეს – "შტერი ხარ", ხოლო, მესამეს – ყურადღებას არ აქცევდნენ. მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს ონკანის წყალზეც. აღებული წყლის ერთი ნაწილი ლაბორატორიაში დატოვეს, ხოლო მეორე – ეკლესიაში წაიღეს და აკურთხებინეს, ამის შემდეგ, ორივე წყალი გაყინეს და კრისტალებს სურათი გადაუღეს. ერთი და იგივე წყლის კრისტალების სურათები, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა: რადგან ადამიანის ორგანიზმის დიდი ნაწილი წყლისგან შედგება, მასზე ისევე მოქმედებს უარყოფითი ემოციები და ლოცვა, როგორც წყალზე და ეს გავლენა ჯანმრთელობაზეც აისახება. სვით ნაკურთხი წყალი და იყავით ჯანმრთელი!!! არხის სხვა სიახლეები:* როგორ დაამტკიცეს მეცნიერებმა, ღმერთის არსებობის ფაქტი* რეინკარნაცია: ნიკოლი (ნამდვილი ამბავი)* კაცობრიობა ფაეტონიდან მოვიდა? კატასტროფა მზის სისტემაში296 2-ს მოსწონს
|