x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
რეინკარნაცია: ნიკოლი (ნამდვილი ამბავი)

ორი წლის ასაკში, ნიკოლმა ცხენებთან მიმართებაში, უჩვეულო უნარი გამოავლინა. როდესაც დედამ გოგონა სათამაშო ცხენის უნაგირზე დასვა, მან ერთი ხელი უნაგირს მოჰკიდა, მეორე კი – სადავეს. ამის შემდეგ, პატარამ ქუსლები ცხენს გვერდებზე მიარტყა და ენის წკაპუნით, თითქოს, ცხენს ანიშნა, რომ უნდა წასულიყო. ნიკოლის მშობლები გაოცებულები იყვნენ, მაგრამ მაშინ ამისთვის დიდ მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ. შესაძლებელია, მათი ქალიშვილი, უბრალოდ ვინმეს ჰბაძავდა – ვინც ტელევიზორში ჰყავდა ნანახი...


image


მესამე დაბადების დღის შემდეგ, ნიკოლმა საუბარი სხვა სახლზე დაიწყო, რომელიც S–street–ზე მდებარეობდა. მაგრამ, იმ ქალაქში სადაც ნიკოლის ოჯახი ცხოვრობდა, ასეთი ქუჩა არ იყო. გოგონამ მშობლებს აუხსნა, რომ სახლი, ახლოს კი არა, – ძალიან მზიან ადგილზე იყო. მას ძალიან უნდოდა იქ წასვლა, მაგრამ არ შეეძლო, რადგან ის დაიწვა.

როდესაც დედამ დეტალურად დაიწყო ამ სახლის შესახებ გამოკითხვა, ნიკოლმა უთხრა, რომ ის იმ სახლში მამასთან და 3 დასთან ერთად ცხოვრობდა და რომ ერთ–ერთს ჯეკი ერქვა. გოგონამ ისიც გაიხსენა, რომ მათი მამა, დიდ ეკლესიაში, დაქორწინდა. ხოლო, ეკლესია იმდენად დიდი იყო, რომ მას ქუჩაზე, მთელი კვარტალი ეკავა და რომ ხანძარმა მთლიანად არ გაანადგურა ეკლესია.

ამ ამბის მოსმენის შემდეგ, ნიკოლის მშობლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათი შვილი, შესაძლებელია, წინა ცხოვრების ფაქტებს იხსენებდა. მაგრამ, როგორ უნდა შეემოწმებინათ მონათხრობი? როგორ უნდა გაეგოთ, თუ რომელ ქალაქზე საუბრობდა ნიკოლი? ან დროის რომელ პერიოდზე იყო საუბარი?

სულ მალე, ნიკოლმა კიდევ ორი მინიშნება მისცა მშობლებს: გაირკვა, რომ მამამისის საქმიანობა დიდი ხეების ჭრასთან და მდინარეზე დაცურებასთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ერთხელ მან, ანტიკვარულ მაღაზიაში ფონოგრაფი დაინახა, Victrola–ს დინამიკებით და წამოიძახა: «დიდი ხანია, ასეთი რამ არ მინახავსო!» და დაამატა, რომ როდესაც ის სხვაგან ცხოვრობდა, მას სახლში ასეთი მოწყობილობა ჰქონდათ.

ამ მინიშნებებით და Google–ს დახმარებით, ნიკოლის მშობლებმა გაიგეს, რომ ხის მჭრელები მდინარეს, სატრანსპორტო საშუალებად, XIX საუკუნეში იყენებდნენ და გრამოფონებიც მაშინ იყო პოპულარული. ხოლო, ქალაქში მომხდარი ხანძრის მიხედვით, ქალაქსაც მიაგნეს... გაირკვა, რომ ძლიერი ხანძარი, ქ. ვირჯინია–სიტიში (ნევადას შტატი) 1875 წელს მოხდა. მან ქუჩის დიდი ნაწილი გაანადგურა, მაგრამ კათოლიკური ეკლესია გადარჩა...

მშობლებმა გოგონა იმ ქალაქში წაიყვანეს, რომელზეც გამუდმებით საუბრობდა. ადგილზე ჩასულებმა კი გაიგეს, რომ ქალაქი ოქროსა და ვერცხლის ციებ–ცხელების დროს, 200 წლის წინ დაარსდა. ხოლო, მაღაროს ლილვის საყრდენების ასაგებად, დიდი რაოდენობით ხე–მასალა იყო საჭირო და რადგან ახლოს ტყე არ იყო, ხეების მოტანა შორიდან უხდებოდათ და ამისთვის, მდინარეს იყენებდნენ.

ნიკოლი ატირდა, როდესაც მშობლებმა უთხრეს რომ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. ის დარწმუნებული იყო, რომ იქ, ოდესღაც მისი სახლი იყო. ის ამ ქალაქთან ძლიერ კავშირს გრძნობდა და იცოდა, რომ წასვლის შემდეგ, მოენატრებოდა. განსაკუთრებით კი, მას ველური ცხენები მოენატრებოდა, რომლებიც ისე, როგორც საუკუნეების წინ, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლად ნავარდობდნენ...


image

არხის სხვა სიახლეები:


* კაცობრიობა ფაეტონიდან მოვიდა? კატასტროფა მზის სისტემაში

* ეს ადამიანი უცხოპლანეტელი იყო და ამ ამბის გამჟღავნებას, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

* FBI–იმ ამო–ს კატასტროფის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა



0
398
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0