x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
როგორ დაამტკიცეს მეცნიერებმა, ღმერთის არსებობის ფაქტი

image


ერთხელ, ერთი ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორმა შეკითხვა დაუსვა სტუდენტებს:
— არის თუ არა ღმერთი ყოვლის შემოქმედი?
ერთმა სტუდენტმა გაბედულად უპასუხა:
— დიახ, არის!
— ანუ, თქვენ თვლით, რომ ღმერთმა ყველაფერი შექმნა? - ჰკითხა პროფესორმა.
— დიახ, – გაიმეორა სტუდენტმა.
— თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ე. ი მან შექმნა ბოროტებაც. რადგან, ყველასთვის ცნობილი პრინციპების თანახმად, ჩვენი ქცევით და საქმით შეიძლება იმის განსჯა, თუ ვინ ვართ ჩვენ. აქედან კი დასკვნა, ღმერთი არის ბოროტება, – თქვა პროფესორმა.

სტუდენტი გაჩუმდა, რადგან ვერ იპოვა არგუმენტები, პროფესორის მტკიცე ლოგიკის წინააღმდეგ. ხოლო საკუთარი თავით კმაყოფილმა პროფესორმა, დაიტრაბახა სტუდენტებთან, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგია, ადამიანების მიერ მოგონილი მითი არის.
მაგრამ, ამ დროს მეორე სტუდენტმა ასწია ხელი და იკითხა:
— შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დაგისვათ, ბატონო პროფესორო?
— რა თქმა უნდა.
— ბატონო პროფესორო, არსებობს თუ არა სიცივე?
— ეს რა კითხვაა?! რა თქმა უნდა, არსებობს. ხანდახან ხომ გცივათ ხოლმე?
ზოგიერთმა სტუდენტმა სიცილი დაიწყო, თავიანთი მეგობრის მარტივ შეკითხვაზე. მაგრამ, მან გააგრძელა:
— სინამდვილეში, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონის თანახმად, ის რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით – სითბოს არ არსებობა არის. ჩვენ მხოლოდ იმ ობიექტის შესწავლა შეგვიძლია, რომელიც ენერგიას გამოსცემს. სითბო არის ის, რაც აიძულებს სხეულს ან მატერიას გამოსცეს ენერგია. აბსოლუტური ნული (- 273° С) არის სითბოს სრული არ არსებობა. ნებისმიერი მატერია, ამ ტემპერატურაზე, ინერტული ხდება და აღარაფერზე რეაგირებს. სიცივე ბუნებაში არ არსებობს. ადამიანებმა ეს სიტყვა იმისთვის მოიგონეს, რომ გადმოსცენ საკუთარი შეგრძნება, როდესაც ისინი სითბოს უკმარისობას განიცდიან.
სტუდენტი დაფიქრდა და გააგრძელა:
— ბატონო პროფესორო, არსებობს თუ არა სიბნელე?
— რა თქმა უნდა, არსებობს, ამის შესახებ თავადაც იცით...
რაზეც სტუდენტმა უპასუხა:
— აქაც ცდებით, სიბნელე ბუნებაში არ არსებობს. სიბნელე, სინამდვილეში, სინათლის არ არსებობა არის. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონის პრიზმა იმისთვის, რომ სინათლის სხივი დავშალოთ შემადგენელ ნაწილებად და გავზომოთ თითოეული ტალღის სიგრძე. მაგრამ, სიბნელის გაზომვა შეუძლებელია. სინათლის სხივით შეიძლება სიბნელის განათება. მაგრამ როგორ უნდა გავზომოთ სიბნელის დონე? ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია სინათლის რაოდენობის განსაზღვრა. ასე არ არის? სიბნელე – ეს სიტყვაა, რომელიც მხოლოდ აღწერს მდგომარეობას, როდესაც არ არის სინათლე.
სტუდენტი საბრძოლველად იყო განწყობილი და გააგრძელა:
— მითხარით, თუ შეიძლება, არსებობს თუ არა ბოროტება, რომელზეც თქვენ საუბრობდით?
პროფესორმა, უკვე ნაკლებად მტკიცე ხმით, უპასუხა:
— რა თქმა უნდა არსებობს, მე ხომ აგიხსენით ეს, თუ თქვენ, ყურადღებით მისმენდით, ახალგაზრდა. ჩვენ ბოროტებას ყოველდღე ვაწყდებით. ის ვლინდება ადამიანის, სხვა ადამიანთან დამოკიდებულებაში – უამრავ დანაშაულში, რომელიც ყველგან ხდება. ამრიგად, ბოროტება მაინც არსებობს.
რაზეც სტუდენტმა უპასუხა:
— ბოროტება არ არსებობს. უფრო სწორედ, არსებობს, მაგრამ არა თავისთავად. ბოროტება, მხოლოდ ღმერთის არ არსებობა არის, ისევე, როგორც სიბნელე და სიცივე – სინათლის და სითბოს არ არსებობის დროს. ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც ადამიანი იყენებს, რომ გადმოსცეს ღმერთის არ არსებობა. ღმერთმა არ შექმნა ბოროტება. ბოროტება – იმის შედეგი არის, რაც ადამიანს ემართება, რომლის გულშიც ღმერთი არ არის. ეს სიცივეა, რომელიც სითბოს არ არსებობის პირობებში დგება, ან სიბნელე – სინათლის არ არსებობის დროს.

პროფესორმა აღარაფერი უპასუხა და თავის მაგიდასთან დაჯდა, ხოლო სტუდენტს, რომელმაც ღმერთის არსებობა დაამტკიცა – ალბერტ აინშტაინი იყო.


***

მეორე ისტორია ინგლისელ ფიზიკოსს, მათემატიკოსს და ასტრონომს, მექანიკის და მსოფლიო მიზიდულობის კანონების ავტორს ისააკ ნიუტონს (1643-1727) უკავშირდება, რომელიც ღმერთის არსებობაში დარწმუნებული იყო და მან ამის დამტკიცება შეძლო!

ერთხელ, მეგობართან საუბრის დროს, რომელიც ასევე მეცნიერი იყო, ისააკ ნიუტონმა მას ჰკითხა:
— ასე როგორ შეიძლება, ღმერთის არ გჯერა და ამავდროულად, ზუსტი მეცნიერებით ხარ დაკავებული?!

— ადამიანები განსხვავდებიან. შენ გჯერა, მე – არა, – უპასუხა მეგობარმა.

— კარგი, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ როგორ გაჩნდა ჩვენი სამყარო? – არ ნებდებოდა ფიზიკოსი.

— რატომ ცდილობ ლოგიკური ახსნის პოვნას? სამყარო თავისით გაჩნდა, არაფრისგან, ქაოსურად, – უპასუხა მას ათეისტმა.

ნიუტონი გაჩუმდა.

გავიდა დრო და ნიუტონმა თავის ლაბორატორიაში სამეცნიერო ექსპოზიცია მოაწყო და თანამედროვე მეცნიერების წარმომადგენლები მიიწვია. მათ შორის მისი ათეისტი მეგობარიც იყო. ცნობილი ფიზიკოსის ლაბორატორიაში ბევრი საინტერესო რამ იყო: საგნები მექანიკური ელემენტებით და ნაკლებად გასაგები რთული ექსპონატები. მაგრამ, ყველაზე უჩვეულო და თვალშისაცემი მზის სისტემის მოდელი იყო, რომელსაც ცალკე დარბაზი ჰქონდა დათმობილი. მის ცენტრში ფარანი ანათებდა, რომელიც მზის სიმბოლო იყო. მის გარშემო კი, პლანეტები ბრუნავდნენ, საკუთარი თანამგზავრებით. ნანახით გაოცებული დარჩა ათეისტი მეგობარიც.

— რა საოცარი ინსტალაციაა! სად იშოვე? მეც მინდა ასეთი რამ მქონდეს, – დაინტერესდა ათეისტი.

— არსად, – უპასუხა ნიუტონმა.

— თავად გამოიგონე? – ჰკითხა მას ათეისტმა.

— არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ჩემი მორიგი ცდის შემდეგ, ბევრი ნივთი, რომელიც აღარ მჭირდებოდა, ნაგავში გადავყარე. მაგრამ, უეცრად დაიქუხა, ღრუბელი გაიფანტა და ეს ნივთებიც თავის ადგილზე გაჩნდა, მავთულები შეერთდა, მასში დენმა* გაიარა და პლანეტებმა ბრუნვა თავისით დაიწყეს.

— დამცინი არა?! ასე აწყობილი სისტემა თავისით ვერ შეიქმნებოდა.

— მაშინ მითხარი, რა უფრო რთულია: მზის სისტემა, თუ მისი მოდელი? – ჰკითხა მას ნიუტონმა.

— რა თქმა უნდა, მზის სისტემა. მაგრამ, რატომ დამისვით ეს კითხვა?

— იმიტომ, რომ მაინტერესებს, რატომ სჭირდება უბრალო მოდელს შემოქმედი, ხოლო, უფრო რთული სისტემა ქაოსიდან როგორ შეიქმნა?

ათეისტი მეგობარი ჩუმად იდგა და არ იცოდა რა ეპასუხა. ხოლო, ნიუტონმა დაამატა:
— ცხადია, რადგან ჩვენს სამყაროს აქვს ლოგიკა, ე. ი. ინტელექტიც უნდა არსებობდეს, რომელმაც ეს ლოგიკა გამოიგონა.


* პირველი ელექტრო მანქანა ოტო ფონ გერიკმა 1663 წ. შექმნა. ტერმინი კი – ელექტროენერგია, 1600 წ. უილიამ გილბერტმა შემოიღო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რეინკარნაცია: ნიკოლი (ნამდვილი ამბავი)

* კაცობრიობა ფაეტონიდან მოვიდა? კატასტროფა მზის სისტემაში

* FBI–იმ ამო–ს კატასტროფის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა



2
610
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
610
  
2023, 25 აპრილი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 აპრილი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2