x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"განგებ გავასაჯაროვე ეს სტატუსი, იმის იმედით, რომ ეგებ ხვიჩასაც მოხვდეს თვალში " - რას წერს დავით გადელია?

imageექიმი, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია "ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპზე გამოთიშვას ეხმაურება, რა დროსაც ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა და წერს:


"●კვარაცხელიამ დილით ბოდიში მოუხადა ნაპოლის ცენტრალურ ქუჩებს, ხოლო საღამოს- დანარჩენ გარეუბნებს.
●ნატოს სამიტზე ღარიბაშვილმა ბოდიში მოიხადა გამაზული პენალტის გამო, ნატოს წევრი ქვეყნების წინაშე.
●ქართველმა ერმა ისტორიული ბოდიში მოიხადა კაცობრიობის წინაშე, გაცუდებული პენალტის გამო.
●ჩაიწერეს ბოდიში ოქროს დისკზე და სპეციალური შატლით გააგზავნეს კოსმოსში, რომ "ჩაკრულოს" დისკს დააწიონ და იცოდნენ სხვა ცივილიზაციებმაც!
... განგებ გავასაჯაროვე ეს სტატუსი, იმის იმედით, რომ ეგებ ხვიჩასაც მოხვდეს თვალში და გულიანად გაიცინოს!. კიარგით რა ხალხო! არაფერიც არ მომხდარა განსაკუთრებული! სპორტ მედია ხო არ ჩერდება! ყოველდღე მომდის ვინ რა თქვა ამ პენალტის გამო ცოლ-შვილთან სადილზე, ან კასანომ უზმოზე! ყველაფერი მშვენივრად მიდის. შარშან მარტო ჩვენ ვიცოდით კარგი ფეხბურთელი რომ გვეზრდებოდა და წელს მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე ამოსული ვარსკვლავის სახელი. ამ ერთ წელიწადში გვინდა ყველაფერი მოიგოს!!? ცხოვრებას კი არ ამთავრებს- იწყებს! თავდამსხმელმა პენალტი უნდა დაარტყას აბა რა უნდა ქნას და როცა ურტყამ- უკვე იმ სტანდარტულ აცდენის პროცენტში ზიხარ და არაფერია გასაკვირი!
მიდი ხვიჩა გენაცვალე- არაფერი გაქვს საბოდიშო"- წერს გადელია.
5
1354
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1354
  
2023, 22 აპრილი, 7:45
ამბობენ,კალაბრიამ გააჩერა კვარაო :) არ ვიცი,კალაბრიამ რა გააჩერა,მაგრამ კვარა ნაღადად არ გაუჩერებია. ერთი მომენტი იყო,როცა კალაბრია ედგა წინ კვარას,ხოლო ამ კალაბრიას უკან ბენასერი და ბრაჰიმი იდგნენ,ხოდა აბა გაკავება და დაკავება? ზონალური დაცვის დროს,მთელი გუნდის დამსახურება არის ერთი ან ორი ფეხბურთელი გაკავება,რასაც წლებია იყენებს მილანი. კალაბრია ჩემს ფეხებს გააკავებდა,თუ სივრცითი და სიტუაციურ დაცვას ითამაშებდა მილანი. როცა ამბობენ,ვინ უფრო მაგარი მცველია მალდინი თუ რამოსი ან ნესტა თუ დეიკი,რა თქმა უნდა რამოსი და დეიკი. მათ დაფარულ დაცვით პოზიციას გადახედეთ და მერე იმ ორი იტალიელის. რეალსა და ლივერპულში,ორი კაცი ფარავს თითქმის მოედნის ნახევარს და იცავს თავს. ზონალურ დაცვაში კი ბატონი,ხარებივით ერთმანეთს ტრ... მიადებენ და კარგად დგანან.
2023, 22 აპრილი, 7:33
ზოგადად,ლივერპულის ქომაგი ვარ და საქართველოს ნაკრების რა თქმა უნდა,არასოდეს არ ვქომაგობ არც სხვა გუნდს და ნაკრებზე საუბარი ზედმეტია. არც ნაპოლის ვქომაგობ,თუმცა ყველა ქართველის ქომაგი ვარ და მიხარია მათი წარმატება. რისი თქმა მინდა,ადამიანი რო ერთი ფეხბურთელი გამო(ვინც არ უნდა იყოს) შეიცვლის მხარეს,მაშინ ის არის მეტ...კე და მისი არც ისეთი ან ასეთი რეაქცია არ უნდა გადარდებდეს. როცა ადამიანი ამბობს,ადრე რეალის ქომაგი ვიყავი,მარა დღეს ნაპოლის ვქომაგობ,ეს არის ფეხბურთის უპატვცემულობა და არ ცოდნაც რა თქმა უნდა. ასეთი ხალხი რანაირად შეაფასებენ რაღაცას ან ვიღაცას? ან ყოფილი ფეხბურთელები ან მწვრთნელები,რომლებიც ექსპერტობენ. ფეხბურთელმა კაცმა თუ იცი ფეხბურთი,მაშინ ტელევიზიაში რა გინდა და მწვრთნელმა კაცმა უაზროდ არ უნდა აკრიტიკო შენივე კოლეგა. კასანომ რო რამე იცოდეს ფეხბურთზე,ტელევიზიაში კი არა,სადმე კლუბში იმუშავებდა.

და ბოლოს,ეს დამარცხება უფრო დიდი გაკვეთილი იქნება კვარასთვის და კარგიც არის რაღაც მხრივ. მირჩევნია ნაპოლიში განიცადოს მარცხი,ვიდრე საქართველოს ნაკრებში. მსგავს გამოცდილებას ყველა ფეხბურთელი იღებს,ჯობია ეს ადრე მოხდეს და კლუბში. პენალტების გაფუჭება იშვიათ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ,ერთერთია ბალოტელი და გვინდა ახლა ბალოტელი ერქვას კვარას? მირჩევნია,იყოს კვარა და 10 პენალტიდან 5 გამაზოს,ვიდრე 10/10 გაიტანოს და ბალოტელივით ლაყე იყოს. თან ისეთ თამაშებში და ისეთი ხალხის პენალტების გამაზვა მახსოვს რო კვარას ეს დარტყმული არაფერია მათთან. ეს უფრო მეკარემ გამოუცნო და ძალა ვერ მისცა დარტყმულს,რაც დაღლილობის ბრალი იყო. ერთხელ ბექემმა ისეთი პენალტი დაარტყა რო სადღაც ტრ... გაუშვა. ამ კაცმა კოსმოსი და ჩაკრულო ახსენა,ხოდა იმ ჩემის მანჩესტერელის დარტყმული კოსმოსში აღმოჩნდა და გაასწრო ჩაკრულოს. გავახსენო,იმ იტალიური ფეხბურთის ქომაგებს ჩახდილი ანჩელოტი და მათი სათაყვანებელი პირლოს გამაზული პენალტი? არ ვიზავ ამას,რადგან ფეხბურთია და ყველაფერი ხდება,ხან ნაპოლი მოიგებს და ხან მილანი. ამიტომ ყველამ თავისას მიხედოს,ჩვენ ჩვენსას მივხედავთ რამენაირად. მაგ თამაშში,კვარამ ითამაშა ცუდად,თუმცა საუკეთესო იყო თავის გუნდში და მოდით,ჯერ ის ათი გამიკრიტიკეთ,მერე ვისაუბროთ კვარაზე. კასანოს მოურინიო
2023, 22 აპრილი, 7:11
რაც შეეხება კონკრეტულად მილანთან თამაშს,მეტის მიღწევა შეეძლო ნაპოლის და ასეც უნდა ექნა.ზოგადად,როცა დაპირისპირებას განიხილავ,იქ ფეხბურთელი არ უნდა გარიო და მას არ უნდა აბრალო რაღაც,როგორც ეს კვარაზე ხდება. თუ ფეხბურთი იცი ადამიანმა,მაშინ უნდა განიხილავდე მწვრთნელებს და მათ ტაქტიკურ მონახაზებს,რა შუაშია კვარა ან ლეაო. ორივე უნიჭიერესი ბიჭია,თავისი განსხვავებული სტილით,რატომ ადარებენ ერთმანეთს? ეს ორმატჩიანი დაპირისპირება მოიგო პიოლიმ და წააგო სპალეტიმ. ორივე თამაშში,ძალიან დაჩაგრა სპალეტი და გაახვია თავის ტაქტიკურ მარწუხებში,ორივე თამაში იყო მილანის სცენარი. ზოგადად,იტალიური საზომით,სპალეტი სუსტი ტაქტიკოსია,ნუ პიოლისთან და ალეგრისთან შედერებით ხომ საერთოდ. არ იყო სწორი ფორმაცია გამოყენებული ნაპოლის მხრიდან და ეს უნდა სცოდნოდა სპალეტის,თავქუდმოგლეჯილი არ უნდა შეუტიო ამ დონეზე და ამ ეტაპზე,ეს ბავშვმაც იცის და კიდევ,როცა ხედავ რო შენს ფეხბურთელს 2-3 კაცი ფეხზე აზის,მაშინ დაუძახე რო იყოს პოზიციურად უფრო თავისუფალი ან შეცვალე. ადრეც ეტყობოდა კვარას,თუმცა ბოლო პერიოდში ეს არ დამინახავს,ზედმეტად ბერვს იღებს თავის თავზე და თავს იღლის უაზროდ,დამატებული მოჭარბებული ემოცია. მთელი ნაპოლი იყო დამოკიდებული კვარას გარღვევაზე,ეს არ არის გუნდური მოქმედება და ეს არ შეიძლება იყოს კვარას ბრალი. ფეხბურთი რო გუნდური სპორტია და არა ერთი კაცის,ეს წესით უნდა იცოდნენ ვიღაცეებმა და თავი უნდა გაანებონ ზედმეტ აურზაურს არაფრის გამო.გუნდი იგებს და გუნდი აგებს,ეს წაგება უნდა იქნას განხილული გუნდურ ჭრილში და არა ინდივიდუალურად.
2023, 22 აპრილი, 6:58
არიქა,ძლივს მოვისმინე ადეკვატური აზრი და შეფასება. ჩემი აზრით,სხვადასხვა ჯგუფებში მყოფი ხალხი უბრალოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში და სწორედ ეს არის მიზეზი იმის,რატომ აქვთ არაადეკვატური რეაქციები,როგორც კარგი თამაშის და გოლის დროს,ასევე ვერ გატანის და არცთუ კარგი თამაშის მერე. 22 წელია,ფეხბურთს ვადევნებ თვალს,უამრავი მაგარი თამაში და მაგარი ფეხბურთელი მინახავს,უამრავი მაგარი მწვრთნელი და საფეხბურთო ფუნქციონერი,თუმცა ხვიჩა განსხვავებული მოვლენა არის. ახლავე გეტყვით რატომაც,საქართველოს მსგავსი ქვეყნიდან სადმე რამეს თუ მიაღწევ,ეს უკვე მოვლენა არის.მარტო ხალხის უვიცობა არ არის აქ ხაზგასასმელი,გუშინ თელავის თამაშზე მეკარე ტბაში იდგა და ამას ეძახის კობიაშვილი ფეხბურთის განვითარებას.კორუფცია ხო ყვავის ამ სფეროში და ჯიგრული პონტები,ხოდა ხვიჩამ ამ წუმპედან ჩემპიონთა ლიგაზე გააღწია და თან სტაბილურია ანუ არ ტრავმიანობს,რაც მის დამოკიდებულებაზე მეტყვლებს და ძალიან მიხარია რო როგორც იქნა ქართველმა ბავშვმა თავისი ნიჭის გამოვლენა დაიწყო და ამაში ხელს არ უშლის ტრავმები. ზურიკო დავითაშვილიც ნიჭიერი ბიჭია,ლევან ყენიაც ეგეთი იყო,ოქრიც და კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია,თუმცა ტრავმება გატანჯეს,ხოდა ეს არის ტალახში ბურთაობის ბრალი და არასწორი სამწვრთნელო პროცესების.
2023, 21 აპრილი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5