სიახლეები საქართველოში ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება 2023, 20 აპრილი, 10:55 საქართველოში ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება - ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ ეს განხორციელდება საქართველოს რკინიგზისა და ავტომწარმოებლების ერთობლივი მუშაობით და თუ შეთანხმება შედგა რეგულარულად გაგრძელდება. "Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი შემდეგია: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია", - წერია განცხადებაში. ამ დრომდე ცენტრალურ აზიაში ავტომობილებს სახმელეთო ტრანსპორტით ზიდავდნენ. პირველი გადაზიდვისთვის ავტომობილები ფოთის პორტში გაამზადეს და ავტომწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ფოტო: საქართველოს რკინიგზაფოტო: საქართველოს რკინიგზამატარებლით პირველი გადაზიდვისთვის მომზადებული ავტომობილები ფოთის პორტშიფოტო: საქართველოს რკინიგზაფოტო: საქართველოს რკინიგზა582 შეფასება არ არის
|