სიახლეები 10 ყველაზე ძვირადღირებული მიმდინარე ტენდერი 2020, 26 ნოემბერი, 9:40 სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ამჟამად (2020, 26 ნოემბრის მდგომარეობით), მთელი საქართველოს მასშტაბით, 557 ტენდერია გამოცხადებული. გთავაზობთ მათგან 10 ყველაზე ძვირადღირებულ ტენდერს: 10. 11`120`997 ლარიშემსყიდველი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტენდერის ნომერი: NAT200016674 წყალმომარაგების კომპანიას რამდენიმე ტენდერი აქვს გამოცხადებული რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება მშენებლობისთვის. კონკრეტულად ეს ტენდერი ეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების რუფოთისა და ტელეფას წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას. წინადადების მიღება 29 ნოემბრიდან იწყება 9. 11`723`765 ლარიშემსყიდველი: საქართველოს რკინიგზა ტენდერის ნომერი: GEO200000465 საქართველოს რკინიგზას თითქმის 12 მილიონ ლარად სურს შეიძინოს 50 759 ცალი ახალი შპალები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გარდა ქართულისა, სატენდერო დოკუმენტაცია რუსულ ენაზეცაა განთავსებული. სხვა დროს, როგორც წესი მხოლოდ ქართულადაა, თუ არ ჩავთვლით დონორი ორგანიზაციების მონაწილეობას შესყიდვაში, რა დროსაც სატენდერო დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზეა ხოლმე. ამ ტენდერის წინადადების მიღება 30 ნოემბრიდან იწყება. 8. 14`545`558 ლარიშემსყიდველი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტენდერის ნომერი: NAT200016669 14 მილიონ ნახევრიანი ტენდერი ითვალისწინებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას. წინადადების მიღება 11 დეკემბრიდან იწყება. 7. 14`629`217 ლარიშემსყიდველი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტენდერის ნომერი: NAT200016682 საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კიდევ ერთი ტენდერი ამჟამად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ყანდაურასა და ბადიაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. წინადადების მიღება იწყება 4 დეკემბრიდან. 6. 17`041`000 ლარიშემსყიდველი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტენდერის ნომერი: NAT200016724 ეს ტენდერი გამოცხადებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქალაქი დედოფლისწყაროს წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და სატუმბო სადგურების ელექტრო მომარაგების საპროექტო -სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. წინადადების მიღება იწყება 3 დეკემბრიდან. 5. 21`264`480 ლარიშემსყიდველი: შსს ტენდერის ნომერი: NAT200015853 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი თანამშრომლების დაზღვევისთვის ტენდერს აცხადებს. 21 მილიონად შეისყიდის სამინისტროს სისტემის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებისთვის 2021 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) და სიცოცხლის დაზღვევის (საოჯახო დაზღვევის პაკეტი) მომსახურებას. წინადადების მიღება იწყება 2 დეკემბრიდან. 4. 25`370`560 ლარიშემსყიდველი: თბილისის მერია ტენდერის ნომერი: GEO200000486 მერია შეისყიდის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას. პროდუქტებს შორისაა საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, რძე, მაწონი, არაჟანი, ბრინჯი, მაკარონი და სხვა. „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს ყოველდღიური მიწოდება 2021 წლის 11 იანვრიდან 2022 წლის 29 ივლისის ჩათვლით. 25 მილიონიანი ტენდერის მოსაგებად მსურველებს 2 დეკემბრიდან ექნებათ წინადადების წარდგენის შესაძლებლობა. 3. 35`881`792 ლარიშემსყიდველი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერის ნომერი: DEP200000096 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დონორის მსოფლიო ბანკის სახსრებით აცხადებს 35 მილიონიან ტენდერს დმანისისა და 19 სოფლის წყალომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე. წინადადების მიღება 18 დეკემბერს დაიწყება. 2. 49`598`219 ლარიშემსყიდველი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერის ნომერი: NAT200017766 ამ თანხით უნდა შესრულდეს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი-აბასთუმნის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზის კმ17-კმ26 მონაკვეთის (ლოტი V) სარეაბილიტაციო სამუშაოები. წინადადების მიღება 17 დეკემბერს დაიწყება. 1. 62`996`880 ლარიშემსყიდველი: თბილისის მერია ტენდერის ნომერი: GEO200000485 აი ისიც! ამჟამად ყველაზე ძვირი ტენდერი ეხება კვებას. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვა, 2021 წლის 11 იანვრიდან 2022 წლის 29 ივლისის ჩათვლით, ყოველდღიურად. წინადადების მიღება 2 დეკემბერს დაიწყება. 135 1-ს მოსწონს
|