საზოგადოება ჰერეთში გიორგობისთვის საზღვარს აზერბაიჯანი წელსაც არ გახსნის 2023, 19 აპრილი, 20:46 ლაგოდეხი-აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტზე მიმოსვლის აღდგენა კიდევ გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ დედოფლისწყაროს ტელევიზია ჰერეთში მოქმედ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. . ისტორიულ ჰერეთში, ზაქათალასა და კახის რაიონებში აზერბაიჯანი ქრისტიანებს საქართველოდან წელსაც არ შეუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერი ავრცელებს. როგორც ჰერეთში მოქმედი „შექი მედია“ იტყობინება, საზღვრის კვეთის დროს საკარანტინო შეზღუდვა 1 მაისს იწურებოდა, გიორგობის დღესასწაულს კი ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში 6 მაისს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ამიტომ თვის ბოლოს საზღვრის გახსნის მოლოდინი არსებობდა. . აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2023 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა გუშინ მოაწერა ხელი. შეზღუდვა COVID-19 ინფექციის ახალი შტამების გავრცელების გამო გახანგრძლივდა. 232 შეფასება არ არის
|