საბუნებისმეტყველო ფინეთში ატომური ელექტროსადგური ამუშავდა 2023, 19 აპრილი, 19:52 18 წლის შემდეგ ფინეთში, ევროპაში უდიდესი ბირთვული ელექტროსადგური ამუშავდა.16 აპრილს ექსპლუატაციაში შევიდა ევროპაში უდიდესი ატომური რეაქტორი Olkiluoto 3 (OL3). ის ფინეთში კუნძულ ოლკილუოტოზე მდებარეობს.1.6 გიგავატიანი რეაქტორის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და 2009 წელს უნდა ამუშავებულიყო, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო, მისი ექსპლუატაცია გადაიდო. მას შემდეგ, რაც უკრაინის ომის გამო რუსეთმა ფინეთს, პოლონეთს, ბულგარეთს და ნიდერლანდებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ფინეთისთვის OL3 მნიშნვნელოვანი ენერგიის რესურს წარმოადგნს, რომელიც ფინეთის ელექტროენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 14%-ს დააკმაყოფილებს, რაც შეამცირებს იმპორტის საჭიროებას შვედეთიდან და ნორვეგიიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული ენერგია ევროპაში მუდამ საკამათო საკითხია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ის მაინც რჩება ენერგიის მთავარ ალტერნატიულ წყაროდ. კომპანია Teollisuuden Voima (TVO)-ის განცხადებით, რომელიც OL3-ს მართავს, ახალი რეაქტორი, დაახლოებით, 60 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს. რეაქტორის ტურბინაფოტო: google map-დანფოტო: google map-დანფოტო: google map-დანსაინჟინრო გეგმარეაქტორის მშენებლობა, 2007 წელიფოტო: media.greenpeace.orgფოტო: reuters114 შეფასება არ არის
|