ცომეული უჩვეულოდ ფუმფულა ცომი, ღვეზელის და ფუნთუშებისთვის 2023, 18 აპრილი, 19:13 ინგრედიენტები: კარტოფილი — 2 ცალი კარტოფილის ნახარში — 200 მლ. მარილი — 1 ჩ. კ. შაქარი — 1 ს. კ. მშრალი, სწრაფად ხსნადი საფუარი — 2 ჩ. კ. კვერცხი — 1 ცალი ზეთი — 20 მლ. ფქვილი — 600 გრ. ზეთი — შესაწვავად მომზადება: I. კარტოფილი მოხარშეთ, თასზე ამოიღეთ და საჭყლეტით გაჭყლიტეთ > როდესაც გაცივდება, დაუმატეთ კვერცხი და კარგად გადაზილეთ. II. დაამატეთ თბილი კარტოფილის ნახარში, შაქარი, მარილი, საფუარი და ერთმანეთს კარგად შეურიეთ. III. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი > შეაზილეთ ზეთი და კიდევ ერთხელ კარგად მოზილეთ > თასს გადააკარით სამზარეულოს აპკი და სითბოში 1 სთ. გააჩერეთ. IV. ვიდრე ცომი ამოვა, მოამზადეთ გულსართი. ცომი ამოსვლის შემდეგ, მშრალ და ფქვილმოყრილ დაფაზე გადაიტანეთ. V. დაყავით ცომი გუნდებად > გააბრტყელეთ თითოეული გუნდა და ცენტრში მოათავსეთ გულსართი > შეკარით ცომი და მიეცით ღვეზელის ფორმა. VI. გამოაცხვეთ საკმარისი რაოდენობის ზეთში (ზეთი ღვეზელს ნახევრამდე მაინც უნდა ჰქონდეს მომდგარი). VII. მზა ღვეზელი სამზარეულოს პირსახოცზე მოათავსეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს. არხის სხვა სიახლეები:* რეინკარნაცია: დოროთის უცნაური ისტორია (ნამდვილი ამბავი)* ნარინჯისფერი სინათლეები ღამის ცაზე – უცნაური ანომალია, რომელიც დაპირისპირების საგანი გახდა* ძეხვის ხე65 3-ს მოსწონს
|