,,ცოლების მოსამზადებელი სკოლა"- ნაცისტების პროფესიული სასწავლებელი, სადაც გოგონებს ოჯახისთვის ,,ამზადებდნენ"
1937 წელს ნაცისტებმა გახსნეს ცოლების მომზადების სკოლები ( გერმანულად Bräuteschule). “კურსები'' უნდა გაევლოთ გოგონებს, რომლებიც შემდგომში ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის (შემოკლ. „ნსდაპ“) წევრებზე და მაღალჩინოსნებზე უნდა დაქორწინებულიყვნენ. სკოლებში მათ ასწავლიდნენ საშინაო ეკონომიკას, ბავშვზე ზრუნვას და სოფლის მეურნეობას. ეს იყო ქალის იდეალი ნაცისტებისთვის, ქალებს ეკრძალებოდათ სწავლა უნივერსიტეტებში და მუშაობა ოფისებში და წარმოებაში. მოპოვებულმა საარქივო ფოტოსურათებმა დაამტკიცა, რომ ნაცისმის მახასიათებელი ანტისემიტიზმისა და ანტიკომუნიზმის გარდა, ასევე იყო ანტიფემინიზმი.
რაიხსფიურერმა ჰაინრიხ ჰიმლერმა 1936 წელს ხელი მოაწერა განკარგულებას გოგონების სპეციალური სასწავლო კურსის შექმნის შესახებ, რომელთაც სურდათ გამხდარიყვნენ ნაცისტების ცოლები. "საცოლეების სკოლებს" ხელმძღვანელობდა გერტრუდ შოლც-კლინკი, ნაციონალ-სოციალისტური ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი (1943 წელს, ეს ორგანიზაცია შედგებოდა 7 მილიონი გერმანელი ქალისაგან).
ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ირიცხებოდნენ ისინი, ვინც სამომავლოდ აპირებდნენ ნსდაპ-ის წევრებზე დაქორწინებას. 1939 წელს ეს სია გაფართოვდა - მასში შევიდნენ ისეთი პოტენციური ქმრები, როგორებიც იყვნენ ჩვეულებრვი ოფიცრები.
სკოლაში მხოლოდ არიელებს იღებდნენ. ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი ან ფსიქიკურად დაავადებულნი (ასევე რიცხავდნენ სკოლიდან, თუ მათი ერთ-ერთი მშობელი შიზოფრენიით იყო დაავადებული).
სკოლებში გოგონები გადიოდნენ 6 კვირიანი კურსს (1939 წლიდან - ორთვიანი კურსი), რომლის დროსაც სწავლობდნენ არა მხოლოდ დიასახლისობას, არამედ გენეტიკის საფუძვლებს და რასებს, ასევე პოლიტიკურ მეცნიერებას და ისტორიას. ყოველდღიურად სავალდებულო იყო ფიზიკური აღზრდის 2 გაკვეთილი. ასევე, სოფლის მეურნეობა გახდა სწავლის სავალდებულო ელემენტი - მხოლოდ ეს შრომა იქნა აღიარებული გერმანელი ქალისთვის ღირსეულად.
გარდა ამისა, გოგონებს ასწავლიდნენ რიტორიკას, სოციალურ მანერებს და ბავშვის მოვლას. კურსის დასასრულს, ყველა ცოდნის ათვისების პირობით, გაიცემოდა სერთიფიკატები, რომლებიც აძლევდა უფლებას დაქორწინებულიყვნენ „სამაგალითო გერმანელებზე“. ასეთი კურსდამთავრებულები ქორწინებას ნეოწარმართული რიტუალებით ასრულებდნენ.
ასეთ სკოლებში განათლება ფასიანი იყო - 135 რაიხსმარკი (400 ბრიტანული ფუნტი). მაგრამ ამ თანხას მალევე "იღებდნენ": როდესაც ასეთი სკოლის კურსდამთავრებულები ქორწინდებოდნენ "ნამდვილ არიელზე", სახელმწიფო მათ უპროცენტო სუბსიდიას აძლევდა 1000 მარკის ოდენობით 5 წლის განმავლობაში.
მაშინ გერმანელი მეუღლის აღზრდის საფუძველი იყო "სამი ცნობილი К": kinder, küche и kirche (ბავშვები, სამზარეულო და ეკლესია). და ეს არ ყოფია მხატვრული გაზვიადება - ეს იყო ზუსტად ის, რაც ნაცისტები ხედავდნენ ქალის საქმიანობის იდეალად. 1917 წელს შტუტგარტში გაიხსნა პირველი „დედათა სკოლა“, სადაც პირველი მსოფლიო ომის გაჭირვების ფონზე ქალებს ასწავლიდნენ ოჯახის, სახელმწიფოსა და საშინაო ეკონომიკისადმი ერთგულებას.
ნაცისტური რეჟიმი ძალიან დაინტერესებული იყო მოსახლეობის რაოდენობის გაზრდით. და აქედან გამომდინარე, სამუშაო და განათლება უნივერსიტეტებში იყო დაბრკოლება ქალის მთავარი ფუნქციის შესრულებაში.
თუ მშრომელი ქალი დაქორწინდებოდა და სამსახურიდან ნებაყოფლობით წავიდოდა, მას უპროცენტო კრედიტს აძლევდნენ - 600 მარკას. 1934 წლიდან დაიწყო შობადობის აქტიური წახალისება: შემოიღეს ბავშვისა და ოჯახის შეღავათები (თითო ბავშვზე 30 მარკამდე), მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფილია შეღავათიანი ტარიფებით.
გაიხსნა სპეციალური სკოლები, სადაც ორსულებს ამზადებდნენ მომავალი დედობისთვის. იმ ქალებს, რომლებსაც 8 შვილი ჰყავდათ, აჯილდოვებდნენ ოქროს დედათა ჯვრით. გერმანია გახდა ერთადერთი ძირითადი ევროპული ქვეყანა, სადაც შობადობა ძალიან მაღალი ტემპით გაიზარდა. თუ 1934 წელს 1 მილიონზე ცოტა მეტი ბავშვი დაიბადა, მაშინ 1939 წელს უკვე დაახლოებით 1, 5 მილიონი ბავშვი იყო.
დაბალი ფენის უმუშევარი ქალებისთვის (მუშები და გლეხები) მოეწყო შრომითი ბანაკები, სადაც კვირაში 20 საათი მუშაობდნენ. შრომითი ბანაკების მაცხოვრებლებმა მიიღეს ფორმა, რომლის სავალდებულო ატრიბუტი იყო სამკლაური სვასტიკით.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნაცისტებმა მიიღეს არაბუნებრივად ქალების სწრაფვა პროფესიული, პოლიტიკური ან აკადემიური კარიერისკენ. ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ქმრის გვერდით ოჯახურ კერაში ყოფნა უნდა ყოფილიყო. შემთხვევითი არ არის, რომ ჯერ კიდევ 1921 წელს ნსდაპ-მა გადაწყვიტა, რომ ქალები არ უნდა დაეშვათ მაღალ პარტიულ და სამთავრობო თანამდებობებზე. უკვე 1933 წლის გაზაფხულზე დაიწყო სახელმწიფო აპარატის სისტემატური განთავისუფლება მასში დასაქმებული ქალებისაგან. მათ სამსახურიდან გაათავისუფლეს არა მხოლოდ დაწესებულებების თანამშრომლები, არამედ დაქორწინებული ქალი ექიმებიც, რადგან ნაცისტებმა ერის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იმდენად საპასუხისმგებლო საქმედ გამოაცხადეს, რომ ქალს ვერ დაევალებოდა.
1936 წელს გათხოვილი ქალები, რომლებიც მუშაობდნენ მოსამართლედ ან ადვოკატად, გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რადგან მათ ქმრებს შეეძლოთ მათი უზრუნველყოფა ფინანსურად. მკვეთრად შემცირდა ქალი მასწავლებლების რაოდენობა, ქალთა სკოლებში კი მთავარი საგანი საშინაო ეკონომიკა და ხელსაქმე გახდა.
ფაქტობრივად, ქალებისთვის უმაღლესი განათლების აკრძალვა გამოცხადდა. უკვე 1934 წელს გერმანიის უნივერსიტეტებში დარჩა მხოლოდ 1500 ქალი სტუდენტი (1930 წელს - 32000). აღსანიშნავია ვაიმარის ბოლო რაიხსტაგის დეპუტატ ქალთა ბედიც: 4-მა თავი მოიკლა, 10 საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა, 30 შინაპატიმრობაში იყო, 43 კი იძულებული გახდა ქვეყნიდან ემიგრაციაში წასულიყო.
უფრო დიფერენცირებულ პოლიტიკას ატარებდა რეჟიმი წარმოებაში და მომსახურების სექტორში დასაქმებულ ქალებთან მიმართებაში. ნაცისტები არ შეხებიათ იმ 4 მილიონ ქალს, რომლებიც მუშაობდნენ „სახლის დამხმარედ“ და არც გამყიდველ ქალთა დიდ რაზმს, რომელთა სამუშაო დღე არ იყო სრული. პირიქით, ეს აქტივობები გამოცხადდა „ტიპიურად ქალი".
გაუთხოვარი გოგონების მუშაობა ყოველმხრივ წახალისებული იყო - 1939 წლის იანვრიდან შრომითი სამსახური სავალდებულო გახდა 25 წლამდე ყველა გაუთხოვარი ქალისთვის; ძირითადად სოფელში ან მრავალშვილიანი დედების მსახურებად აგზავნიდნენ.
მისასალმებელი იყო სოფლის მეურნეობაც: მიწაზე მუშაობა ქალის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად გამოცხადდა. ოჯახებისთვის ბაღის ნაკვეთების გამოყოფის პროგრამა ჰიტლერმა გამოიგონა - მოგვიანებით იგი თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ მიიღო