x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
დონალდ ტრამპმა მეგან მარლი დედოფალ ელისაბედ მეორეს უპატივცემულობაში დაადანაშაულა

75 წლის აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა GB News-ისთვის ინტერვიუ მისცა ბრიტანელ პოლიტიკოს ნაიჯელ ფარაჯს, რომელშიც მან 40 წლის მეგან მარკლიც გააკრიტიკა.image
მან მეგანი სამეფო ოჯახის უპატივცემულობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის თავის 37 წლის ქმარს, პრინც ჰარის უბრალოდ იყენებს:

“მე არ ვარ მისი თაყვანისმცემელი, არც არასდროს ვყოფილვარ. მგონია, რომ ჰარის საშინლად იყენებენ და ოდესმე ამას ინანებს. ვფიქრობ, ამან გააფუჭა მისი ურთიერთობა ოჯახთან და ტკივილი მიაყენა დედოფალს. ვფიქრობ, რომ ის ძალიან უპატივცემულოა სამეფო ოჯახის მიმართ და რაც მთავარია დედოფლის მიმართ."
image
მან ასევე დაგმო მეგანის მიმართვა აშშ-ს კონგრესში, რომელშიც ქალი სიტყვით გამოვიდა მშობლის ანაზღაურებადი შვებულების შემოღების შესახებ და მის ქმედებას "უადგილო" უწოდა:

“ის ისეთი რამის გაკეთებას ცდილობს, რაც, ჩემი აზრით, სრულიად უადგილოა"image
ტრამპს არასოდეს დაუმალავს, რომ მეგან მარკლის მიმართ არ აქვს სიმპათია. ორი წლის წინ მან საჯაროდ ქალს "საშინელი" უწოდა. ჰერცოგინიას, უნდა ითქვას, ასევე არასდროს ჰქონია განსაკუთრებული სიყვარული ტრამპის მიმართ - ის მას ქალთმოძულედ მოიხსენიებდა, გარდა ამისა, მეგანი ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს დემოკრატებს, ხოლო ტრამპი რესპუბლიკელია.image



1
101
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
101
  
2021, 2 დეკემბერი, 14:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1