საფრანგეთში რუს ოლიგარქებს ძვირადღირებულ ვილებს, იახტებს და მანქანებსაც ჩამოართმევენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, უკრაინაში ომის ფონზე, საფრანგეთში მდებარე სანქციების სიიდან რუსი ოლიგარქების ქონების ინვენტარიზაცია მოითხოვა. ხელისუფლება გამოავლენს მთავრობასთან დაკავშირებულ რუს ფიგურებს, რომლებსაც აქვთ ქონება საფრანგეთში. მომავალში შესაძლოა ვილები, იახტები და ძვირადღირებული მანქანები ჩამოართვან.
“ჩვენ გამოვავლენთ რუსებს, რომლებსაც აქვთ აქტივები საფრანგეთში და რომლებიც შეიძლება დაემატოს ევროპულ სანქციების სიას რუსეთის ხელისუფლებასთან სიახლოვის გამო და მოვამზადებთ სამართლებრივ ინსტრუმენტებს მთელი ამ აქტივების დასაკავებლად. პრეზიდენტის სახელით ჩვენ ვაგრძელებთ ევროპული სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების საკუთრებაში არსებული ფინანსური აქტივების, უძრავი ქონების, იახტების, ძვირადღირებული მანქანების ინვენტარიზაციის დასრულებას."
ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის კურორტები “ლაჟვარდოვანი ნაპირი" და “კურშეველი" არის რუსული ელიტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი. ვარსკვლავების უძრავი ქონების გარდა არის რუსი ბიზნესმენების ვილები Forbes-ის სიიდან, მათ შორის არიან რომან აბრამოვიჩი, ოლეგ დერიპასკა, ბორის როტენბერგი და სხვა რუსი მილიარდერები.
მსგავსი ზომების შემოღება იგეგმება დიდ ბრიტანეთში: საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა უკვე განაცხადა, რომ სანქციების სიიდან რუსი ოლიგარქების ბრიტანულ ქონებას და უძრავ ქონებას დააყადაღებენ.