სხვა მსოფლიოს 5 ქვეყანა, რომლებიც შესაძლოა 30 წლის განმავლობაში საერთოდ გაქრნენ 2021, 13 ივლისი, 12:00 შუა საუკუნეებში ახალი ქვეყნები რუკაზე სწრაფად ჩნდებოდნენ და ასევე სწრაფად ქრებოდნენ. დღეს ეს პროცესი შენელებულია, მაგრამ მაინც არსებობენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც მომავალი 30 წლის განმავლობაში შესაძლო გაქრობა ელოდებათ: აშშ ნამდვილად უნიკალური ქვეყანაა, რომელშიც განსხვავებული შტატები არიან გაერთიანებული, სხვადასხვა კანონებით და უფლებამოსილებებით. უფრო მეტიც, ისინი შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდნენ, მათ შორის, სიკვდილით დასჯის ან პოლიტიკური სტრუქტურის საკითხებით.ამასთან, ზოგიერთ შტატში არსებობს დამოუკიდებლობის საკმაოდ მსხვილი მოძრაობები. 2017 წელს კალიფორნიის აქტივისტებმა მსგავსი იდეის პოპულარიზაცია დაიწყეს, უფრო ადრე კი მსგავსი იდეა ტეხასიდან წამოვიდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვი გაორმაგდა: მდიდარ შტატებში მცხოვრებ ამერიკელებს არ მოსწონდათ მისი რადიკალური განცხადებები. თუ მომავალში სიტუაცია არ გაუმჯობესდა, სავსებით შესაძლებელია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც ერთიანმა ქვეყანამ აღარ იარსებოს. ჩრდლოეთ კორეა ერთი ყველაზე დახურული ქვეყანა მსოფლიოში. ამ ჩაკეტილობით მან ხელი მოაწერა საკუთარ განაჩენს. ოფიციალურად ქვეყანაში კერძო ბიზნესი არ არსებობს ხოლო უცხოელ ინვესტორებს აქ ქარხნების აშენება არ შეუძლიათ. სახელმწიფო თავის მხრივ ყველა რესურსს სამხედრო სფეროში და შეიარაღების შექმნაზე ხარჯავს. ამ პოლიტიკის გამო, ხალხი საშინლად ცხოვრობს. ქვეყანა შედის ყველაზე ღარიბი ქვეყნების ათეულში, სომალთან, ბურუნდთან და კონგოსთან ერთად. მოსახლეობის 60% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მათ ფაქტობრივად არაფერი აქვთ საჭმელად. 90-იანი წლების წინა მასობრივმა შიმშილმა 3 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, რაც COVID-19 და ჩინეთთან ვაჭრობის შეზღუდვების გამო შეიძლება განმეორდეს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეა ცდილობდა ურთიერთობების გამოსწორებას თავის სამხრეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან, აგრეთვე რეფორმების გატარებას. მაგრამ, თუკი ქვეყანა მაინც გადაგრძობს მთელი ხარჯების გაწევას შეიარარებაზე, ქვეყანაში ან ხალხი აღარ დარჩება, ან მას სამხრეთ კორეა “გადაყლაპავს". სამოთხის კუნძულები, რომელთა მონახულებაც ბევრს სურს, შეიძლება მალე გაქრეს. ეს არ ეხება ეკონომიკას ან პოლიტიკას: დამნაშავე თავად ბუნებაა, კუნძული ნელა იძირება წყალში. მეცნიერთა პროგნოზის თანახმად, 10 წელიწადში კუნძულების უმეტესი ნაწილის ნაპირები წყლით იქნება დაფარული, არქიპელაგის კიდევ 20 ნაწილი გაქრება, საუკუნის ბოლოს 1100 კუნძულიდან მხოლოდ რამდენიმე დარჩება. ადგილობრივი ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს ახალი მიწის ყიდვაზე და მთელი ქვეყნის სხვა კონტინენტზე გადატანაზე. ესპანეთი შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა კასტილიისა და არაგონის სამეფოების გაერთიანების შედეგად. ამავდროულად, კატალონიელები, ლამაზად და მდიდრულად მცხოვრებნი, თავს ცალკე ხალხად თვლიდნენ, არ სურდათ ერთ სახელმწიფოში გაერთიანება და ყველაფერთან ერთად, ისინი ცდილობდნენ გამოეყოთ საკუთარი ქვეყანა.ეს პროცესი დღესაც გრძელდება, 2014 და 2017 წლებში რეგიონში ჩატარდა რეფერენდუმები, ამომრჩეველთა 90% -ზე მეტმა ხმა მისცა ესპანეთის დატოვებას. ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ესპანეთისგან გამოყოფის მოთხოვნით, მაგრამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ისინი ძალით დაარბია. ქვეყანაში კრიზისი გრძელდება, კატალონიელი პოლიტიკოსები კი მტკიცედ აპირებენ ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მიღწევას.პრობლემა ისაა, რომ კატალონიის გარდა, თითქმის ყველა რეგიონს სურს დატოვოს ქვეყანა: ბასკები გაფიცულნი არიან ჩრდილოეთით, გალიციელები კი - დასავლეთით. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ესპანეთი მალე ნაწილებად დაიყოფა.
503 1-ს მოსწონს
|